ყელის ტკივილი როგორც სიმპტომი — დიაგნოსტიკური მიდგომა და მკურნალობა
თარიღი: 21 დეკემბერი, 2025
რა არის ყელის ტკივილი?
ყელის ტკივილი არის სიმპტომი რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს ყელის ტკივილს, წვას, გაღიზიანებას ან დისკომფორტს ყელის არეში განსაკუთრებით ყლაპვისას.
ყელის ტკივილი ასევე ცნობილია როგორც-ფარინგიტი.ყელის ტკივილი მოიცავს ანთებით და არაანთებით პათოლოგიურ პროცესს ხახასა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში.შემთხვევათა მესამედში ყელის ტკივილის გამომწვევის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება.ყელის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზებია:
ვირუსული ინფექციები;
ბაქტერიული ინფექციები;
ლერგია-მტვერი-ყვავილების ან ქიმიური ნივთიერებები;
მშრალი ჰაერი ან გაღიზიანება-მაგალითად,თამბაქოს კვამლი ან მძაფრი სუნი;
რა არის ფარინგიტი?
ფარინგიტი არის ფარინგის(ყელის უკანა ნაწილის) ლორწოვანი გარსის ანთება,რომელიც ხშირად ვლინდება ყელის ტკივილით,წვით,მკვეთრი დისკომფორტითა და ყლაპვის გაძნელებით.
ფარინგიტს ყველაზე ხშირად იწვევს ვირუსი:
ადენოვირუსი;
რინოვირუსი;
კორონა ვირუსი;
ეფშტეინ ბარის ვირუსი;
Სტრეფტოკოკური ბაქტერია;
Სტაფილოკოკი;
ქლამიდია;
A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეფტოკოკი;
მიკოპლაზმა;
როგორია მწვავე ფარინგიტის კლინიკური სურათი?
Მწვავე ფარინგიტის კლინიკური სურათი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე(ვირუსული,ბაქტერიული,ალერგიული და სხვ.)მაგრამ არსებობს საერთო ნიშნები,რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება.
ფარინგიტის ზოგადი კლინიკური სურათი:
ყელის ტკივილი-ყველაზე მთავარი და ხშირი სიმპტომია: გაწითლებული,გაღიზიანებული ფარინგი-დათვალიერებისას.ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას,სიმშრალე,წვა,ქავილის შეგრძნება.
Ხველა-უმეტესად ვირუსული ფორმისას.
Ხმის ტემბრის ცვლილება-ლიმფური კვანძების(კისრის) გადიდება და მტკვნეულობა.
მწვავე ვირუსული ფარინგიტის ზოგადი სიმპტომებია-საერთო სისუსტე,თავის ტკივილი,უმადობა,სხეულის ტემპერატურა-ფებრილიტეტის ფარგლებშია.
როდის მივმართოთ ექიმს?
ავადმყოფმა ექიმს უნდა მიმართოს იმ შემთხვევაში,თუ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ უმჯობესდება ბინის პირობებში ანტიპირეტული მხარდაჭერითა და სითხეების მიღებით,სხეულის ტემპერატურა აღწევს მაღალ ციფრებს ხანმოკლე ინტერვალებით და არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს,აქვს სუნთქვის გაძნელება,ხველა,ხმის ტემბრის ცვლილება.
როდის მივიჩნიოთ ყელის ტკივილი საშიშ სიმპტომად?
ყელის ტკივილი საშიში დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს და გამოსარიცხია ისეთი სერიოზული მდგომარეობები როგორიცაა:
ეპიგლოტიტი;
ჩრქოვანი ანგინა;
დიფტერიისათვის დამახასიათებელი ჩირქოვანი ნადები;
როგორ დავსვათ მწვავე ვირუსული ფარინგიტის დიაგნოზი?
მწვავე ვირუსული ფარინგიტის დიაგნოზის დასმა ძირითადად კლინიკური ნიშნების შეფასებით ხდება,რადგან ვირუსულ ფორმას არ სჭირდება სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევები.ექიმი იკვლევს:
Როდის დაიწყო ყელის ტკივილი?
არის თუ არა ცხელება და რამდენი დღეა?
ხველის,ცხვირიდან გამონადენის არსებობა?
Სხვა რესპირატორული სიმპტომები:
ცხელება;
თავის ტკივილი;
Სუსტი კუნთების ტკივილი;
ვირუსული ფარინგიტის შემთხვევაში რუტინულად არ ტარდება ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა.
ვირუსული ფარინგიტის შემთხვევაში ხახის რკალები ზომიერად ჰიპერემიულია,ტონზილები მცირედ ან ზომიერად შეშუპებულია,უმეტესად ჩირქოვანი ნადები არ ვლინდება,კისრის ლიმფური კვანძები ზომიერად შეშუპებულია.
როგორ განვასხვავოთ ვირუსული და ბაქტერიული ფარინგიტი ერთმანეთისგან?
ფარინგიტი შეიძლება იყოს ვირუსული ან ბაქტერიული.და მათი ერთმანეთისაგან სწორად დიფერენცირება მნიშვნელოვანია მკურნალობისათვის.განსხვავება ვირუსულ და ბაქტერიულ ფარინგიტს შორის ძირითადად სიმპტომებისა და ობიექტური მონაცემების მიხედვით ხდება.ანტიბიოტიკოთერაპია საჭიროა მხოლოდ ბაქტერიული ფარინგიტის დროს.
ვირუსული ფარინგიტისას ხშირად გვაქვს:
Ხველა;
ცვირიდან გამოონადენი;
იშვიათად კონიუქტივიტი;
Ზომიერი ფებრილიტეტი;
ყელის ტკივილი,წვის შეგრძნება,ყლაპვის გაძნელება;
Ბაქტერიული ფარინგიტისას უფრო ხშირია:
Სხეულის მაღალი ტემპერატურული რეაქციები ხანმოკლე ინტერვალებით,რომელიც ძნელად ემორჩილება ანტიპირეტულ მხარდაჭერას;
Ძალიან ძლიერი ყელის ტკივილი;
Ჩირქოვანი ნადები;
Შეშუპებული,მტკივნეული ლიმფური კვანძები;
Ხველა,როგორც წესი არ არის.
რა ასაკში ვლინდება ფარინგიტი?
ფარინგიტი ყველა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს,თუმცა მისი გავრცელება ასაკის მიხედვით განსხვავდება:
ყველაზე ხშირად 3-15 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან-საბავშვო კოლექტივებში(ბაღი,სკოლა)ინფექციის ადვილად გადაცემის გამო.შემთხვევათა მესამედში ყელის ტკივილის უშუალო გამომწვევი მიზეზის გამოვლენა ვერ ხერხდება.
ფარინგიტი მეტად გავრცელებული დაავადებაა ბავშვებსა და მოზარდებში.
Სეზონურობა(ზამთარი,გაზაფხული)ხელს უწყობს ფარინგიტის გავრცელებას-განსაკუთრებით რესპირატორული ვირუსების აქტიურობასთან ერთად.
როგორ ვუმკურნალოთ ყელის ტკვივილს?
ყელის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე,მაგარმ ზოგადი რჩევები ასეთია,რომელიც მოიცავს:
Სიმპტომურ მკურნალობას;
თბილი სითხეების მიღება,ყელის ტკივილის გაყუჩება.შემთხვევათა უმრავლესობაში ყელის ტკივილი სიმპტომური მკურნალობის შედეგად გაივლის.მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სიმპტომური მკურნალობა უეფექტოა,მკურნალობის სქემაში ვიყენებთ ადგილობრივი მოქმედების ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.იგი მოქმედებს:
გრ+ გრ- ბაქტერიებზე,ვირუსებსა და სოკოებზე.
მცირედ მგრძნობიარე საპროფიტებზე;
აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება;
არ აქვს მეორადი და ჯვარედინი რეზისტენტობა;
მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად!
ბენზიდამინის როლი ყელის ტკივილის მართვაში
ბენზიდამინი (ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი) არის უნიკალური მოქმედების მქონე პრეპარატი, რომელიც ადგილობრივი გამოყენებით უზრუნველყოფს სამმაგ ეფექტს:
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
ბენზიდამინი ამცირებს:
ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას
შეშუპებას
ანთებით პროცესში ჩართულ ქიმიკურ მედიატორებს
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს, როცა ლორწოვანი ძლიერ გაღიზიანებულია.
ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი
ბენზიდამინი უნიკალურად მოქმედებს ნერვულის დაბოლოებებზე — ახშობს ტკივილის იმპულსების გადაცემას.
ამით სწრაფად ამსუბუქებს:
ყლაპვის დროს ტკივილს
წვას
შეხებისადმი მომატებულ მგრძნობელობა
ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული მოქმედებაბენზიდამინი აფერხებს:
ბაქტერიების
სოკოების
გარკვეული ვირუსების
გამრავლებას, რაც ამცირებს მეორადი ინფექციის განვითარების რისკსი
ფარმაკოკინეტიკა – რატომ მოქმედებს სწრაფად?
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან.
აქცევს მაღალ კონცენტრაციას უშუალოდ ანთებულ უბანში, რაც უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტურ მოქმედებას.
ეფექტი იწყება რამდენიმე წუთში და გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში.
ეს თვისებები მას იდეალურ საშუალებას ხდის როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში გამოყენებისთვის.