თარიღი: 04 ივნისი, 2020
ზაფხული – გრძელი დღეებით და მაქსიმალური რაოდენობის ულტრაიისფერი სხივებით. ამ ორი ფაქტორის თანაარსებობას მივყავართ იქამდე, რომ ულტრაიისფერი სხივების შენი ყოველდღიური პორცია მეტად მაღალია.
- ჭარბი მზე ისეთივე სახიფათოა, როგორც მისი ნაკლებობა. ზაფხულის ცხელ დღეებში, სახის კანს შესაბამისი მოვლა სჭირდება, კანის ტიპის მიხედვით. ზაფხულში ყველა ტიპის კანი მუდმივად უნდა ტენიანდებოდეს და უნდა იყოს დაცული ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.
- არ გახვიდეთ სახლიდან მულტიდამცავი საშუალებების გარეშე. მალამოები SPF ფილტრით (sun protector factor), დაიცავს თქვენს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ჰიპერპიგმენტური ლაქებისგან და ნაადრევი სიბერისგან.
- აუცილებელია არ დაგვავიწყდეს ტუჩების დამუშავება SPF ფილტრის მქონე ბალზამით, ის დაარბილებს, დაიცავს და დაატენიანებს ტუჩებს.
ხელები და დეკოლტე - ხშირად გვავიწყდება მათი მოვლა, ამ ზონებში კანი თხელია და მშრალი, მიდრეკილი ჰიპერპიგმენტაციისა და ნაოჭების გაჩენისაკენ. აუცილებელია მზისგან დამცავი და დამატენიანებელი კრემების ყოველდღიური გამოყენება.
არ დაგვავიწყდეს თავის კანზე ზრუნვა, თავის კანის დამწვრობამ შეიძლება აქერცვლამდეც მიგვიყვანოს!
სასურველია რუჯის შემდეგ გამოვიყენოთ სხვადასხვა დამატენიანებელი თუ გამაგრილებელი საშუალებები, როგორც სახეზე ასევე ტანზე.
სრულფასოვანი კვება, ახალი ხილი და ბოსტნეული საუკეთესო საშუალებაა კანის ჯანმრთელობისთვის.