Nuk
იწყება ზამთარი და კვლავ აქტიურდებიან ვირუსები

თარიღი: 18 მარტი, 2024

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი

სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის კლინიკური დირექტორის მოადგილე

ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,

ექიმი ინფექციონისტი  მალვინა ჯავახაძე

მოსახლეობის ავადობა რესპირატორული და სხვადასხვა ინფექციებით განსაკუთრებით მატულობს წელიწადის ცივ პერიოდში. ამ დროს ინფექციების 80%-ზე მეტი ვირუსებითაა გამოწვეული, მაშინ როდესაც  ზაფხულში უმეტესად ბაქტერიული ინფექციები გვხვდება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ყველას ებადება კითხვა:

 

რა არის ვირუსი და რომელ დაავადებას იწვევს?

ვირუსი (ლათ. “viruse” - შხამი) გარემოში ფართოდ გავრცელებული, მიკროსკოპული და არაუჯრედული აგებულების ნაწილაკია.  ამიტომ სიცოცხლე და გამრავლება შეუძლია მხოლოდ სხვა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებში. კერძოდ, იჭრება ადამიანის, ცხოველის ან მცენარის  ორგანიზმში და იწვევს ბევრ საშიშ დაავადებას, ამიტომ განიხილება როგორც უჯრედის პარაზიტი. სადღეისოდ ცნობილია 3000-ზე მეტი სახეობის ვირუსი, მათგან ნახევარს ადამიანისათვის ზიანის მოტანა შეუძლია. ყველაზე ხშირი რესპირატორული ვირუსული ინფექციებია, რომელსაც იწვევს ათეულობით სახეობის ვირუსი (გრიპი, რინო, კორონა, ბოკა, პარაგრიპი, ადენო და სხვა). საქართველოში მე-40 კვირიდან შემდგომი წლის მე-16 კვირამდე ეს ვირუსები ცირკულირებენ და იწვევენ დაავადებებს, უპირატესად ბავშვებში. ამრიგად, თუ ბავშვი წლის განმავლობაში 6-7 ჯერ სიცხიანობს, ეს ითვლება ჩვეულებრივად და არა საგანგაშოდ, საჭირებს მხოლოდ ექიმის და მშობლის ყურადღებას.

ასევე ვირუსული წარმოშობისაა ბავშვთა ასაკის ინფექციების უმრავლესობაც (წითელა, წითურა, ჩუტყვავილა); ჰერპესვირუსული ინფექციები (მარტივი და გენიტალური ჰერპესი, ინფექციური მონონუკლეოზი); ჰეპატიტები (A-დან G-მდე);  პაპილომავირუსული ინფექცია; ვირუსული გასტროენტერიტები (როტავირუსი, ნოროვირუსი).

 

როგორ და რა საშუალებით ვებრძოლოთ ვირუსულ ინფექციებს?

სამწუხაროდ, ხშირად ცხელების გახანგრძლივების და ინტოქსიკაციის დროს იყენებენ ანტიბიოტიკებს, თვლიან. რომ მხოლოდ ესენი ებრძვიან ინფექციებს. ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. პირიქით, ახანგრძლივებს დაავადებას. გრიპის და გაციების დროს არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკი!  ვირუსული ინფექციების დროს მკურნალობა სიმპტომურია და პრაქტიკამ გვაჩვენა,რომ ეფექტურია არასპეციფიური ანტივირუსული თერაპია.

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რომელი არასპეციფიური (სხვადასხვა ტიპის ვირუსებზე მოქმედების) ანტივირუსული პრეპარატი გამოგიყენებიათ?

ბოლო რამოდენიმე წელია საკმაოდ ხშირად და ეფექტურად ვიყენებთ ინოზინ-პრანობექსს, რომელსაც აქვს ორმაგი მოქმედება: პირდაპირი ანტივირუსული და იმუნომოდულაციური. იგი უკავშირდება ვირუსით დაზიანებულ უჯრედს და აფერხებს მასში ვირუსების გამრავლებას. ასევე ააქტიურებს ადამიანის იმუნურ სისტემას სხვადასხვა რგოლის დონეზე და ასე ანადგურებს ვირუსებს. ხელს უწყობს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას და შესაბამისად, დროულ გამოჯანმრთელებას ყველა ზემოთჩამოთვლილი ინფექციების დროს.

საქართველოში ინოზინ-პრანობექსი შემოდის გროპრინოსინის (მწარმოებელი „გედეონ რიხტერი“, უნგრეთი) სახელწოდებით, როგორც საბავშვო სიროფის, ასევე აბების სახით. შესაბამისად გროპრინოსინი გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში (1 წლის ზემოთ). რაც მთავარია, არ ახასიათებს მიჩვევა, ორგანიზმზე უარყოფითად არ მოქმედებს და არ ვითარდება მის მიმართ რეზისტენტობა. გროპრინოსინის მიღება რეკომენდებულია და უსაფრთხო ცხელების ყველა ეპიზოდის დროს. ხშირად მოავადე და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში გროპრინოსინის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ავადობის სიხშირეს.

 

რომელი ინფექციების დროს ინიშნება გროპრინოსინი?

მწვავე რესპირატორული ვირუსული (გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსი, ადენოვირუსი) ინფექციები, წითელა, ჰერპესვირუსული ინფექციები (ინფექციური მონონუკლეოზი, მარტივი ჰერპესი-სახის, კანის, პირის ღრუს ლორწოვანის, ოფთალმოჰერპესი, ჩუტყვავილა, სარტყლისებრი ლიქენი), ადამიანის პაპილომავირუსი. ინიშნება, როგორც ნორმალური, ასევე დაქვეითებული იმუნური სტატუსით პაციენტებში.

გროპრინოსინი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ. შესაძლებელია დაღეჭვა ან წყალში გახსნაც. დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და დაავადების სიმძიმეზე,  რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად. მწვავე პერიოდში ინიშნება 10-14 დღიანი, ხოლო გახანგრძლივებულ შემთხვევაში 1-6 თვიანი კურსი. გროპრინოსინი გამოიყენება, როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. ოჯახში ან კოლექტივში ვირუსის არსებობის შემთხვევაში, გროპრინოსინი დაცვის საუკეთესო საშუალებაა ბავშვებსა და მოზრდილებში. მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება (დაავადების 1-2 დღეს) და დანიშნულების სრულყოფილად შესრულება.

 

გროპრინოსინი კარგად გადაიტანება.

პრეპარატი არ გამოიყენება: 1 წლამდე ასაკში, ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში,  შარდკენჭოვანი დაავადების და პადაგრის მქონე პირებში.