ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში, ზღვის დონიდან 1920-2050 მეტრზე მდებარე კურორტი საუკეთესოა მათთვის, ვისაც სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი აწუხებს. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ ჰაერის უნიკალური შემადგენლობა სისხლის ფორმულას 21 დღეში ცვლის და განსაკუთრებით აკაჟებს მოზარდებს, რომლებიც სუსტი იმუნიტეტის გამო ხშირად ავადმყოფობენ.