toto toto slot toto toto toto slot toto slot slot toto
დეპრესია - როგორც დაცვის მექანიზმი | მენტალური ჯანმრთელობა | vidal.ge
Nuk
დეპრესია - როგორც დაცვის მექანიზმი

„არაფრის ძალა აღარ მაქვს."
„მოტივაცია გაქრა."
„ვგრძნობ, თითქოს გათიშული ვარ."
ჩვენ ამას ხშირად ვუწოდებთ დეპრესიას.

 

მაგრამ თუ ნერვული სისტემის პერსპექტივიდან შევხედავთ, შესაძლებელია ეს მდგომარეობა იყოს არა სისუსტე, არამედ გადარჩენის სტრატეგია.
ტრავმული გამოცდილების შემდეგ, იქნება ეს ავტოსაგზაო შემთხვევა, ურთიერთობის დასრულება, სამსახურის დაკარგვა თუ საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, ორგანიზმი შეიძლება გადავიდეს გაშეშების რეჟიმში.

 

როდესაც ბრძოლა ან გაქცევა შეუძლებელია, სხეული ირჩევს მესამე გზას: გაშეშებას. ().
გაშეშება ამცირებს ენერგიას.
ამცირებს სურვილს.
ამცირებს კონტაქტს სამყაროსთან.
უსაფრთხოება სხეულისთვის ნიშნავს  გადარჩენას.
თუ გარემო აღიქმება როგორც მტრული ან არაპროგნოზირებადი, აქტივობის შემცირება შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე უსაფრთხო არჩევანად.

 

ენერგიის ნაკლებობა, მოტივაციის დაქვეითება და ინტერესის შემცირება შეიძლება იყოს ორგანიზმის ინსტინქტური გადაწყვეტილება:
„დარჩი უძრავად, ასე უფრო უსაფრთხოა."

 

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა ერთნაირია.
არსებობს ფიზიკური ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე.
მაგრამ ტრავმის შემდეგ გაჩენილი ემოციური გათიშულობა ხშირად ასახავს იმ მომენტს, როდესაც ნერვულმა სისტემამ გადაწყვიტა,  გაშეშება გადარჩენისთვის აუცილებელია.
ხშირად ამ მდგომარეობას აქვს მეორადი სარგებელიც.

 

გაშეშება შეიძლება გვიცავდეს ზედმეტი პასუხისმგებლობისგან, კონფლიქტისგან, მტკივნეული გადაწყვეტილებებისგან.სისტემა არ მოქმედებს ქაოსურად, ის მოქმედებს ლოგიკურად, თავისი გადარჩენის ალგორითმით.

 

კითხვა შენთვის:
რისგან მიცავს ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა?
თუ გარემო უსაფრთხოდ აღიქმებოდა, თუ ტრავმული ასოციაცია აღარ იქნებოდა აქტიური, რას გააკეთებდით სხვანაირად?

ტრავმაზე მუშაობა არ იწყება სიმპტომთან ბრძოლით.
ის იწყება იმ დაცვითი მექანიზმის პოვნით, რომელმაც ერთ დროს გადაგარჩინათ, საჭიროა თუ არა ის დღესაც იმავე ფორმით ვლინდებოდეს შენში?