ერთიანობის კანონის შეცნობა
ერთიანობის კანონის შეცნობა,
რომ უფლის ხატი და მსგავსი ხარ.
არის ერთი საოცარი მომენტი როცა იაზრებ, რომ უბრალოდ ამ სამყაროს ერთ-ერთი ნაწილაკი კი არ ხარ, არამედ ხარ შემოქმედის ხატი და მსგავსი.
ამ განცდით იწყება ყველაფერი თავიდან . იწყება ახალი ეპოქა შენს შინაგან სამყაროში.
ერთიანობის კანონი გვასწავლის, რომ არაფერია შემთხვევითი ან ერთმანეთისგან გამოყოფილი.
ყოველ ფიქრს, სიტყვას და ქმედებას აქვს ძალა, რადგან ჩვენ ყველა დაკავშირებულნი ვართ ერთ დიდ მთლიანობაში.
ამას ხვდები არა მხოლოდ გონებით, არამედ გულით.
როცა იწყებ სხვანაირად ხედვას: შენი ცხოვრება, ადამიანებთან ურთიერთობა, ბუნება, მოვლენები… ყველაფერს ერთად, ერთ ქსოვილად აღიქვამ.
და ეს აღარ არის მხოლოდ თეორია ან ლამაზი სიტყვები.
თამარ კვარაცხელიას ტრენინგ „სამყაროსანაბანაში" ამას ითავისებ.
აცნობიერებ, რომ შენი ფიქრი ,შენი ვიბრაციები სამყაროს ქმნის
გრძნობ პასუხისმგებლობას და თავისუფლებას ერთდროულად
გული კიდევ უფრო მეტი სიყვარულით ივსება...იღიმი,გიხარია, მადლიერი ხარ...
როცა ახერხებ გაითავისო, რომ ხარ უფლის ხატი და მსგავსი, აღარ შეიძლება იფიქრო, რომ პატარა, უმნიშვნელო ადამიანი ხარ.
შენ ხარ შემოქმედი !
ქმნი შენს რეალობას და ამ რეალობის გავლით ქმნი სამყაროს, სადაც სხვებიც ცხოვრობენ.
როცა შინაგანად იღებ ერთიანობის ცნობიერებას;
როცა ამ ცნობიერებიდან იღებ გადაწყვეტილებებს;
როცა იცი, რომ შენი გულის პატარა ლოცვა, სიყვარულით ნათქვამი სიტყვა ან ფიქრი მთელი სამყაროს ქსოვილში პატარა სინათლეს ამატებს, გახსენდება რისთვის გაჩნდი და გიხარია
ამიტომ ყველას ვურჩევ გავიაროთ სამყაროსანაბანა ანაბანა, გავიცნოთ და გავითავისოთ სამყაროს კანონები.
რადგან ეს არ არის უბრალოდ ცოდნა
ეს არის გზა, რომ იცხოვრო სიყვარულში, სინათლეში და სიხარულში.
სიყვარულით და მადლიერებით თეა ორუჯოვი, ზრდისფაქტორელი და ანაბანას მონაწილე,
სამყაროსანაბანა არის ღმერთთან ახლოს მისვლის საუკეთესო გზა, გამთლიანების და განთავისუფლების გზა. სიყვარულის გზა,ჩვენი მასწავლებლის თამარ კვარაცხელიას შუქით გაბრწყინებული გზა, სადაც ჩრდილებიც კი ნათდება.
სადაც სიყვარული ყველაფერია