Nuk
კანის მოვლის რუტინა ლაშა ჯაყელისგან
ერთადერთი კანის მოვლის რუტინა, რომელიც დარჩენილი ცხოვრება დაგჭირდება
გამაღიზიანებელია ის რჩევები, რასაც კანის მოვლაზე ვაწყდები ხოლმე...
მაშ ასე:
კანი არის ორგანო.
ისევე როგორც ყველა ორგანო მარაგდება სისხლით და იღებს ინფორმაციას ნერვული დაბოლოებებიდან.
შენი კანის ჯანმრთელობა მოვა ორ რამეზე:
 
1. რას აკეთებ
როგორ იკვებები და როგორ სტრესში ცხოვრობ
თუ სწრაფი და პროცესირებული საკვებით იკვებები, ამავე ნაგვით აშენებ შენი კანის უჯრედებს.
თუ ცხოვრობ სტრესში, კორტიზოლის დონე განუწყვეტლივ გაზრდილი გექნება, რომელიც ასტიმულირებს ცხიმოვან ჯირკვლებს და ზრდის აკნეს განვითარების რისკს ასევე იზრდება დანაოჭების შანსი, რადგან შენი კანის კუნთები მუდმივად დაძაბულია.
თუ არ იღებ ცხოველურ პროდუქტებს ვიტამინების დეფიციტში შეიძლება აღმოჩდე თუ შენი კუჭნაწლავი ვიტამინის აბებს კარგად ვერ იწოვს.
 
2. რას არ აკეთებ:
თუ ხმარობ კანის მოვლის პროდუქტებს, რომლებიც არ არის ნატურალური და შეიცავს უამრავ ქიმიურ ტოქსიურ ნივთიერებას და ამას ყოველდღე კანზე ისვამ, არათუ კანს აზიანებ ამით, არამედ მთელს ორგანიზმს, შენს ტვინს, სასქესო ორგანოებს, ყველაფერს, რადგან კანით შეიწოვ ამ ყველაფერს და სისხლით მიიტანება ეს მავნე ნივთიერებები ყველგან.
მითები მზეზე:
შენს კანს მზე სჭირდება. (დილის და საღამოს მზე დიდხანს გაცოცხლებს. შუადღისაც კი მაშინ თუ მცენარეულ ზეთებს არ მოიხმარ. არავითარ შემთხვევაში არ გაიკარო მზისგან დამცავები ამ დროს.
- ასე გამოიმუშავებ D ვიტამინს გარანტირებულად. (ვიტამინ D-ს საკვები დანამატის სმა აუცილებლად მის იდეალურად შეწოვას არ ნიშნავს. არც გაზომილი ვიტამინი D (25-hydroxy vitamin D იგივე კალციდიოლი) ნიშნავს, აქტიურ, ჰორმონულ ფორმის შევსებას (1,25- hydroxy vitamin D, calcitriol).
- ასევე მზის მეშვეობით გამოიმუშავებ nitric oxide (NO) შენი კანი, რომელიც უმნიშვნელოვანესია შენი კანის სისხლმომარაგებისთვის და ბევრ ადამიანს ჰიპერტენზიის შემცირებაშიც კი ეხმარება. (სისხლძარღვების ჯანმრთელობა და შემცირებული მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკი).
- არაფერს აღარ ვამბობ ბეტა-ენდორფინზე, რომელიც მზის დაცემისას ჩვენს კანში გამომუშავდება შემდეგ სისხლში გადადის, ტვინში მიიტანება და იწვევს სუბიექტური კეთილდღეობის და ბედნიერების შეგრძნებას.
 
ბონუს ინფორმაცია:
ყველაზე თანამედროვე კვლევები აჩვენებს რომ, რაც უფრო ახლოს ცხოვრობენ ადამიანები ეკვატორთან, მით უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ეს განსხვავება ნარჩუნდება, მაშინაც კი, როცა სხვადასხვა განმასხვავებელ ცვლადებს აკონტროლებენ. (stratified analysis).
ამის საპირისპიროდ, ჩრდილოეთ პოლუსებისკენ აუტოიმუნური დაავადებების და სხვადასხვა ფსიქიატრიული აშლილობების (დეპრესია, შიზოფრენია, კოგნიტური დისფუნქცია) სიხშირე უფრო მაღალია. მეცნიერები ასეთ სიხშირეს სწორად ვიტამინ D-ს დეფიციტის უკავშირებენ.
---
გააზიარე ეს პოსტი, თუ ფიქრობ, რომ ამ ყველაფრის ცოდნა შენი მეგობრებისთვისაც საჭიროა.