toto toto slot toto toto toto slot toto slot slot toto
რატომ ეშინია ბავშვს "ხმის ამოღება"? | მენტალური ჯანმრთელობა | vidal.ge
Nuk
რატომ ეშინია ბავშვს "ხმის ამოღება"?

​ბოლო დროს ხშირად მომმართავენ მშობლები ერთი და იმავე საკითხით: „ბავშვს არ აქვს თავდაჯერებულობა, უჭირს გაკვეთილის მოყოლა, ეშინია შეცდომების დაშვების..."

​ხშირად ეს არ არის ცოდნის ნაკლებობის ბრალი. ბავშვი ირჩევს დუმილს, რათა თავი დაიცვას იმედგაცრუებისგან.

როგორ დავეხმაროთ მას? აქ მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობა.

​რეკომენდაციები მშობლებს: 
სახლი უსაფრთხოების ზონა
​შეცვალეთ აქცენტები : ნუ ჰკითხავთ „რა ნიშანი მიიღე?". ჰკითხეთ: „რა იყო დღეს ყველაზე საინტერესო?" ;
გახდით მაგალითი -  მოუყევით თქვენს მარცხზე. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ უფროსებიც ცდებიან და სამყარო ამით არ ინგრევა;
​ნუ შეუსწორებთ ყოველ სიტყვას -  როცა ბავშვი სახლში გაკვეთილს გიყვებათ, აცადეთ აზრის დასრულება;
​წაახალისეთ მცდელობა და არა შედეგი: „მიხარია, რომ ეს რთული ამოცანა მაინც ბოლომდე ამიხსენი&ქუოტ;;
დაასრულეთ შედარებები - არ შეადაროთ ბავშვი სხვას;

​რეკომენდაციები მასწავლებლებს: 
ნორმალიზება - ხშირად გაიმეორეთ კლასში: „შეცდომა ნიშნავს, რომ ჩვენ ვსწავლობთ", შეცდომა უნდა გახდეს დისკუსიის საგანი და არა გაკიცხვის მიზეზი;
"პაუზის" ტექნიკა- კითხვის დასმის შემდეგ აცადეთ ბავშვს 5-10 წამი. ბევრ ბავშვს დრო სჭირდება აზრების დასალაგებლად;
ინდივიდუალური მიდგომა - თუ ბავშვს საჯაროდ გამოსვლის ეშინია, თავიდან ნება დართეთ პასუხი გასცეს ადგილიდან ან მცირე ჯგუფებში მუშაობისას. ნელ-ნელა გაზარდეთ „აუდიტორია".
​უკუკავშირის ფორმა - ნიშნის ნაცვლად, ფოკუსირება მოახდინეთ პროგრესზე. „გუშინდელთან შედარებით, დღეს ბევრად უკეთ ჩამოაყალიბე ეს აზრი".

​გახსოვდეთ თავდაჯერებულობა არ არის თანდაყოლილი ნიჭი, ეს არის კუნთი, რომელსაც ყოველდღიური მხარდაჭერითა და უსაფრთხო გარემოთი ვავარჯიშებთ.