Nuk
სამყარო შიგნიდან გარეთ აირეკლება

შენი შინაგანი შიშები თუ სიხარულები ქმნიან რეალობას!

 

ცნობიერების განვითარებით, სულის ევოლუციით და უპირობო სიყვარულის გარძნობა/მდგომარეობით, ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ პლანეტასაც.

სიყვარულის, 

მადლიერების, 

სიხარულის,

აღფრთოვენების

 

თქვენი თითოეული ვიბრაცია  დედამიწას უფრო სუფთას ხდის.

 

ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც კაცობრიობა ფაქტობრივად გაიყო: 

ადამიანების ერთმა ნახევარმა აირჩია ახალი სამყაროსკენ მიმავალი გზა და ასხივებს მიმღებლობას, სიყვარულს...

მეორე ნახევარი კვლავ შეპყრობილია ბრძოლის ჟინით, განაგრძნობს განკითხვა/გმობაა, მხილებას და ეძებს დამნაშავეს. და პოულობს... (სამყარო შიგნიდან გამოდის გარეთ რასაც ეძებ იმას პოულობ)

მეორე ჯგუფში მეტობა გავქვს, მაგრამ სიყვარული გაცილებით ძლიერია, ვიდრე უმეცრებაში (გაუცნობიერებელ მდგომარეობაში) დარჩენა.

 

თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ევოლუციის გზა, საკუთარი კარმა, პირადი გამოცდილება აქვს მისაღები/დასაგროვებელი - ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და

მათი დაგმობა/განკითხვით/"მხილებით";, თუ ჩვენ გვგონია რომ უკეთესი ვართ?! - ნურას უკარცავად - უნებლიედ, ვუერთდებით მათ რიგებს...

უბრალოდე, ჯერ, „მათ არ იციან, რას იქმნ..."; - სულ ეს არის.

 

გმობა, განკითხვა, მტკიცება, დაცინვა, ბრძოლის ჟინი ბედნიერებას არ მოუტანს არც ინდივიდს და არც პლანეტას, რეალობაა, რომ ასეთი ადამიანი შინაგან " ნაკლულობაშია" და როდესაც რაღაც გაკლია, გარეთ ეძებ, გინდა შეივსო და სამყაროს შენთვის იგონებს ომებს, მოძალადეებს, მსხვერპლებს.. მერწმუნე, ვერასდროს ვერ პოულობ იმას გარეთ რასაც ეძებ... 

 

ბოლოს და ბოლოს: გახსოვდეთო:

"სამყარო თქვენგან არ იწყებაო";.

ბავშობაში რომ გვეუბნებოდნენ - „რას ტვინი წაიღე შენს გარშემო არ ტრიალებს ეს დედამიწა, არ ხარ დედმიწის ჭიპიო..."; თუ მსგავსი ?

 

აი, ახლა, ამ წუთას, 

სრული პასუხისმგებლობით, 

თამამად გიცხადებთ რომ ხართ: 

დიახაც, რომ თქვენ ხართ დედამიწის ჭიპი, ერთი ღმერთში, ღმერთით, ღმერთი და თქვენს გარშემო თამაშდება სიცოცლედ წოდებული ფილმის ჟანრები მელოდრამა, საშინელებათა, კომედია, საბრძოლო, ფენტეზი და ა.შ. რაც მთავარია თქვენ ირჩევთ ჟანრს, რომ აივსოთ "ნაკლულობა";, შინაგანი სიცარიელე და დაამუშაოთ არაცნობიერად თქვენში არსებული ტრამვები.

 

შენ, უფრო სწორად, შენში ჩატვირთული პროგრამები და არსებული ტკივილები, მიტოვებული „ შინაგანი ბავშვი" ითხოვს გაკურნებას და პროგრამების და ჩრდილების (შიშები) სინათლეში გასვლას.

 

ადრე თუ გვიან, მოგბეზრდება "ომობანა", ეს მსხვერპლი-მოძალადის თამაში (ამ ცხოვრებაში თუ არა იმ ცხოვრებაში, ან კიდევ იქითა ცხოვრებაში) და ბოლო მანიც სიყვარულია...

 

ყველა გზა რომში კი არა შენით, შენში ღმერთთან, ერთთან სიყვარულით მიდის!!!!

 

მხოლოდ სიყვარულს შეუძლია აგამაღლოს ბუნბრივ, ორგანულ და ნამდვილ ღვთიური ნეტარ მდგომარეობამდე ...

 

სინათლე არ ებრძვის სიბნელეს. ის უბრალოდ ანათებს და სიბნელე მომენტალურად ქრება!

 

ჩვენი შინაგანი სინათლე (ჩვენი პატიება, სიყვარული, მადლიერება, თანაგრძნობაა) ასუფთავებს სამყაროს.

 

ჩვენ ყველა გამოვიშვეს სტუმრად ამ პლანეტზე, დროებით ჩაგვაბარეს, რათა ეს ყველაზე კარგი ადგილია გახდე შემოქმედი!

 

ეს არის ადგილი სადაც შეგიძლია შეერწყა ღმერთს! დაბრუნდე სახლში! გაიხსენო ვინ ხარ სინამდვილეში და გააცნობიერო რამხელა რესურსია შენს ხელთ!

რომ ხარ ერთი ღმერთი, რომ ხარ ერთი სიყვარული...

 

ჩვენ ყველას გვაყავს ბიოლოგიური მშობლები მაგრამ გავაცნობიეროთ, რომ სულით ჩვენ, ერთი და იგივე, ღმერთი- მამა-დედის შვილები ვართ, სადაც , აგერ უკვე რანოდენიმე ცივილიზაციის მანძილზე ვთამაშობთ ჩვენს თამაშებს და დაგვავიწყდა - სამყაროში ყველაფერი ერთია, ერთაინაი, მთლიანი და სრულყოფილია.

 

სიძულვილი, განკითხვა, კამათში დაწყვეტამდე დაჭიმული იოგები,, ომებს და მტყუან მართლის გარკვევას, რევანშს - ბედნიერება არასდროს, არავისთვის არ მოუტანია და არც შენთვის და არც პლანეტისთვის (თუ ასე არ ფიქრობ, ჯერ წინ გაქვს გზა სულის ევოლუციის). 

 

რაც მთავარია,  ეს ყველაფერი განადგურების ენერგიებია, (უსიყვარულობამ და უღმერთობამ მიწისაგან პირისგან აღაგავა ცივილიზაცები) რომლებიც ანადგურებენ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც, კლავს ღვთაებრივ სინათლეს ადამიანში და უბედურს ხდის. სადაც უღმერთობაა იქ სიბნელეა. სადაც სიბნელეა იქ "ტრამვებია"…

 

ახლა დროა, გავიგოთ მოსმენილი, გავიხსენოთ დავიწყევული და გამოვიყენოთ ეს გამოცდილება და ბოლოს და ბოლოს, ავირჩიოთ სიყვარული.

ვიცი ურთულესი მისიაა!

მხოლოდ სიყვარული ქმნის ბედნიერებას, ავსებს სიხარულით.

იმას რასაც ასე დაეძებთ მხოლოდ პატიების გზით, მიმღებლობით და სიყვარულით მიიღწევა.

 

ადექით,

გადით გარეთ,

მიაფიცხეთ სახე მზის სხივებს 

ან შეუშვირეთ  წვიმას ან შეიგრძენით ქარის ქროლვა საამო, 

ღრმად შეისუნთქეთ ზეციდან მომდინარე მადლი ღვთიური, 

შემოანაკადეთ ხერხემალის გავლით მთელს სხულში და აბურძგვლამდე შეიგრძენით ცხოვრების ნეტარება, აი,

აქ, ახლა და ამ წუთას...

მიყ ვარ ხარ სულით, გულით და ღვთიური გამოვლინებით...

მე სამყაროები