Plasmon
აივ სტატისტიკა
აივ სტატისტიკა

2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თარიღი: 05/03/2019

2019 წლის 4 მარტის მონაცემებით,  აივ ინფექცია/შიდსის   87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში  რეგისტრირებულია 7521  აივ ინფიცირებული პირი, 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა.

31 იანვრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (36 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.6 %   (2976) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  46.5 %  (3501) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

11.3 %  (850) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.4 %   (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (37) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 %   (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2758 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 951 (აქედან ზუგდიდი - 641); შემდეგ იმერეთში 933 (ქუთაისი 455); აჭარაში 839 (ბათუმი – 543); აფხაზეთში (474); კახეთში (361) ქვემო ქართლში (387); შიდა ქართლში (285); გურიაში (157); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ..
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:
2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;   2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672.

2019 წელს გარდაიცვალა 24  აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017  წელს - 127, 2016 წელს - 168,  2015 წელს - 94, 2014  წელს - 84 პირი.
2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და   6 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან.
 განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით -103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); 4 სისხლის რეციპიენტი; 2 პაციენტის ინფიცირების გზა დაუდგენელია.
საქართველოში   რეგისტრირებულია 399 ორსული პაციენტი, მათგან ჩაუტარდა არვ პროფილაქტიკა:
აივ/შიდსის დიაგნოზი საქართველოში პირველად 1989 წელს გამოვლინდა.