Plasmon
"დეიმელოუ" - კორეული კოსმეტიკის რჩეული ბრენდი უკვე საქართველოშია
"დეიმელოუ" - კორეული კოსმეტიკის რჩეული ბრენდი უკვე საქართველოშია


თარიღი: 02/10/2019

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი გამოჩნდა - "დეიმელოუს" პროდუქცია მისაღები ფასითა და დახვეწილი შეფუთვით იოლად მიიპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, თუმცა სასიამოვნო ვიზუალის მიღმა მისი მთავარი ღირსება - უნიკალური ინგრედიენტებისგან დამზადებული სახისა და სხეულის მოვლის სამხრეთკორეული საიდუმლოებები იმალება.

ნატურალურ საფუძველზე შექმნილი პროდუქცია კანს ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით კვებავს და თვითწმენდსა და თვითაღდგენაშ ეხმარება.

"დეიმელოუს" ასორტიმენტი მრავალფეროვანია:

 სახის ლოსიონი, გამწმენდი სითხე;

• დასაბანი ქაფი;

• კანის დამატენიანებელი საცხი;

• სახის შრატი;

• ნიღბები;

 ტანის დამამშვიდებელი გელი.

"დეიმელოუს" პროდუქცია ჩვენს ბაზარზე აგვისტოში გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პროდუქცია უნიკალური შემადგენლობა აქვს -  ზღვის მინერალების კომპლექსი ბაზაზე დამზადებული საცხები და გელისებური დამატენიანებელი საშუალებები ალოეს, კაქტუსის და ბამბუკის ექსტრაქტებით განსაკუთრებით ეფექტიანია.

მოვლილი კანი უფრო ჯანმრთელია, შესაბამისად – უფრო ელასტიკური, გლუვი და ერთგვაროვანი, "დეიმელოუ" კი მისი დაცვისა და მოვლის შეანიშნავ საშუალებებს გვთავაზობს.