დევნილთა სააგენტოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
თარიღი: 03/04/2020
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომლის მიზანსაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, სისხლის მარაგების შევსება წარმოადგენდა.
მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 სისხლის მარაგებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.
ქვეყანაში გარკვეული მარაგი არსებობს, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონორთა რაოდენობა შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სისხლის დონაცია გაგრძელდეს.
ამ გამოწვევის პერიოდში, განსაკუთრებით საჭიროა სისხლის გაღება და თანამოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა.