ეკატერინე ტიკარაძე „იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური, რომლიც გაზრდილი მანდატითა და რესურსებით შეუდგება საქმიანობას ჩვენი მოქალაქეების შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით“
თარიღი: 23/12/2020
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით,2021 წლის 1 იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ახალ საფეხურზე გადადის.
„2021 წლის 1 იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ქვეყანაში გადადის ახალ საფეხურზე. 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი„შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის თანახმად, იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური, რომლიც გაზრდილი მანდატითა და რესურსებით შეუდგება საქმიანობასჩვენი მოქალაქეების შრომის უსაფრთხოებისა და ახლა უკვე შრომითი უფლებების დაცვის მიზნით.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ