Plasmon
ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრა
ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრაში ევროკომისიის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და ევროპელი ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ.
თარიღი: 13/07/2018

ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრა

ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრას დღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბათუმში უმასპინძლა. შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

სამუშაო შეხვედრაზე დელეგატები პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული ელ-ჯანდაცვის სისტემების კვლევის საბოლოო შედეგებს და კვლევის ექსპერტების რეკომენდაციებს გაეცნენ. ასევე, ერთმანეთს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელ-ჯანდაცვის მიმართულებით ქყვეყნებში განხორციელებული პროგრესი გაუზიარეს. 

ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა სამოქმედო გეგმა განაახლეს და  ევროკავშირში არსებული ელ-ჯანდაცვის პროექტებში პარტნიორი ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს.

ელექტრონული ჯანდაცვის კავშირი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების დელეგაციების, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით 2016 წელს შეიქმნა. ელ-ჯანდაცვის კავშირის კურატორ ქვეყნად შერჩეული იქნა საქართველო, კერძოდ,  შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 

 2017 წლის თებერვალში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე ელ-ჯანდაცვის კავშირის პროტოკოლი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება,  ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების კვლევა პარტნიორობაში შემავალ ქვეყნებში ჩატარებულიყო, რომელიც  2017 წლის ზაფხულში განხორციელდა. კვლევის შედეგები რიგით  მეორე სამუშაო შეხვედრაზე 2017 წლის  სექტემბერში განიხილეს. 

სამუშაო შეხვედრაში  ევროკომისიის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და ევროპელი ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ.