Plasmon
კონსილიუმ მედულა კიდევ ერთ საერთაშორისო სტანდარტს ამკვიდრებს ამჯერად ენდოსკოპიურ ქირურგიაში
კონსილიუმ მედულა კიდევ ერთ საერთაშორისო სტანდარტს ამკვიდრებს ამჯერად ენდოსკოპიურ ქირურგიაში

კონსილიუმ მედულა კიდევ ერთ საერთაშორისო სტანდარტს ამკვიდრებს ამჯერად ენდოსკოპიურ ქირურგიაში კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ ცნობილი მულტიპროფილური კლინიკაა, რომელმაც საქართველოში, კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრა.
თარიღი: 09/10/2017

კონსილიუმ მედულა კიდევ ერთ საერთაშორისო სტანდარტს ამკვიდრებს ამჯერად ენდოსკოპიურ ქირურგიაში

 

კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ ცნობილი მულტიპროფილური კლინიკაა, რომელმაც საქართველოში, კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრა.

 

როგორც „კონსილიუმ მედულა“-ს დირექტორი, დავით თაბაგარი აღნიშნავს, კლინიკის პერსონალი უახლესი სამედიცინო ინფორმაციის მიღებასა და პაციენტებისთვის თანამედროვე სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული. რამდენიმე დღის წინ, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ იტალიის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მოდენას სანტ აგოსტინო-ესტენსეს ჰოსპიტალის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯან-ლუიჯი მელოტი სტუმრობდა.  ვიზიტი და სწავლება  საერთაშორისო ენდოსკოპიური ცენტრისა  და მისი დამფუძნელის, პლატონ ესართიას მეშვეობით დაიგეგმა. ცნობილმა იტალიელმა ქირურგმა ქართულ კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია  და ქირურგთათვის მნიშვნელოვან სამედიცინო საკითხზე ლექციაც ჩაატარა. რას ფიქრობს ქართულ მედიცინაში არსებულ სტანდარტებზე ბატონ ჯან-ლუიჯისთან ინტერვიუ მორიგი ოპერაციის დასრულების შემდეგ ჩავწერეთ: 

 

- საქართველოში პირველად, დაახლოებით, 20 წლის წინ ჩამოვედი - საერთაშორისო ორგანიზაციამ რამდენიმე ქირურგი ჰუმანიტარული მისიით ჩემთვის მანამდე უცნობ ქვეყანაში გამოგვაგზავნა. კარგად მახსოვს, მაშინ ურთულესი ოპერაციისას ხშირად ელექტროენერგიაც კი ითიშებოდა, პრაქტიკულად, საველე პირობებში ვმუშაობდით, მაგრამ ჩვენი მონდომებისა და ქართველი ექიმების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ყველა ოპერაცია, საბედნიეროდ, წარმატებით სრულდებოდა. მას შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა - მეტიც, დღეს რამდენიმე ქართული კლინიკა საკუთარი შესაძლებლობებით ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

 

- ცნობილია, რომ საქართველოში ოპერაციებს მხოლოდ „კონსილიუმ მედულას“ კლინიკაში აკეთებთ. თქვენი აზრით, აღნიშნული კლინიკა ევროპულ სტანდარტს  აკმაყოფილებს?

- დიახ, „ენდოქირურგიის საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით, კლინიკა „კონსოლიუმ მედულაში“ ოპერაციებს წელიწადში რამდენჯერმე ვატარებ. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქალს სიგმური ნაწლავის რეზექცია ქირურგ ზურაბ ზედგინიძესთან ერთად გავუკეთე. რთული ოპერაცია არ იყო, თუმცა სიგმური ნაწლავის რეზექცია ლაპარასკოპიით საქართველოსთვის სიახლეა. აღსანიშნავია, რომ „კონსილიუმ მედულას“ საკონფერენციო დარბაზში ოპერაციების პირდაპირი ტრანსლაციაც მოეწყო - ეს სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა მიდევნონ თვალი ოპერაციის პროცესს. სხვათა შორის, „კონსილიუმ მედულას“ საკონფერენციო დარბაზში დაინტერესებული სტუდენტებისთვის რამდენიმე ლექციაც წავიკითხე. სტუდენტები საინტერესო და პროფესიონალურ კითხვებს მისვამდნენ. ეს ნიშნავს, რომ ქართულ მედიცინას აქვს პერსპექტივა მეტად განვითარდეს. რაც შეეხება „კონსილიუმ მედულას“ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ პროფესიონალები და მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ბატონ ბაკურ არაბულთან ერთად  კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალს  ელენთა და ნაღვლის ბუშტი ამოვკვეთეთ. ეს ოპერაციაც ლაპაროსკოპიით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათეული წლებია ქირურგიულ ოპერაციებს ვატარებ, მნიშვნელოვანია,  საოპერაციო მაგიდასთან რამდენად პროფესიონალ ექიმთან ერთად მიწევს მუშაობა. „კონსილიუმ მედულაში“ თავს აბსოლუტურად კომფორტულად ვგრძნობ, რადგან აქ  ისეთი რთული ოპერაციისთვისაც კი როგორიცაა - ზედა უკანა შუასაყრის ნეიროგენული სიმსივნის ოპერაცია, საუკეთესო პირობებია შექმნილი. როგორც ვიცი, ეს ოპერაცია საქართველოში პირველად კლინიკის ქირურგ დავით გიორგაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა - სიმსივნის ამოკვეთა თორაკოსკოპიული მეთოდით მოხდა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა უახლესი აპარატურითაც გამოირჩევა, რაც ბუნებრივია, ქირურგიული ოპერაციისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კარგად ვიცნობ კლინიკის ხელმძღვანელ დავით თაბაგარსაც, რომლისთვისაც მთავარ მიზანს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პაციენტებისთვის უმაღლესი მომსახურების გაწევა წარმოადგენს. მეტიც, აქ პაციენტების მკურნალობაზე გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებენ, კონსილიუმის პრინციპით. ვფიქრობ, კლინიკის მსგავს დამოკიდებულებას თავად პაციენტებიც კარგად გრძნობენ. აღსანიშნავია, რომ კლინიკასთან ჩემს გარდა სხვა ცნობილი, უცხოელი ქირურგებიც აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის, ისრაელიდან, აშშ-დან და საფრანგეთიდან.

 

ლექციების თემატიკა:

საყლაპავის ლაპარასკოპიული ქირურგია

ნისენის ფუნდოპლიკაცია

სიმსუქნის ლაპარასკოპიული ქირურგია

ფარისებრი ჯირკვლის და თირკმელზედა ჯირკვლის ენდოვიდეოქირურგია

მსხვილი ნაწლავის ლაპარასკოპიული ქირურგია

ლაპარასკოპიული კუჭის რეზექცია

ლაპარასკოპიული სპლენექტომია

ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია

სანაღვლე გზების ლაპარასკოპიული ქირურგია

პანკრეასის ლაპარასკოპიული ქირურგია

თიაქრის აღდგენითი ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით

მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია

ადრენალექტომია

ცენკერის დივერტიკულის მკურნალობა ენდოვიდეო მეთოდით აქსიალური მიდგომით