Plasmon
გერმანელი პროფესორის ვიზიტი საქართველოში
გერმანელი პროფესორის ვიზიტი საქართველოში


თარიღი: 23/04/2021

14-დან 23 მაისის ჩათვლით, „ავერსის კლინიკას“ მორიგი ვიზიტით ეწვევა გერმანელი პროფესორი, ენდოკრინული ქირურგი - ჰენინგ დრალე, რომელიც „ავერსის კლინიკის“ ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროს - ედიშერ სიხარულიძესთან ერთად ჩაატარებს კონსულტაციებსა და ოპერაციებს პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ:

- ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე
- პარათიროიდული ჯირკვლის სიმსივნე
- თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე

ჰენინგ დრალე გახლავთ გერმანიის ქალაქ ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და მრავალი საერთაშორისო გაიდლაინის ავტორი. იგი ორგზის გახლდათ ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ჰენინგ დრალე გახლავთ უნიკალური ტიპის ოპერაციის ავტორი ფარისებრ ჯირკვალზე, რომელიც წარმატებით დაინერგა საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. დრალეს მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მცირე საყელოსებრი განაკვეთიდან ხდება კისრის ყველა ლიმფური კვანძის ამოკვეთა, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კოსმეტიკურ ეფექტს.
 
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა:
2 500 700
599 76 93 74