ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან
თარიღი: 07/10/2020
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ხელფასების ზრდის საკითხს.
„ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ეს ეხება, მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.განვიხილეთ სამომავლო გეგმებიც, მათ შორის ექიმების შრომის ანაზღაურების ზრდის საკითხიც „- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრს, სამხრეთ კავკასიაში, ჯანდაცვის , განათლებისა და სოციალური სექტორების პროგრამების ხელმძღვანელი ლევენტ იენერი წარუდგინა.