Plasmon
ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა
ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა


თარიღი: 18/03/2020

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. აღნიშნული აპარატი მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამართავად.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,  ამ ეტაპზე სუნთქვის აპარატების გამოყენების საჭიროება არ არსებობს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულება, რაც შეიძლება იყოს კორონავირუსის შემთხვევაში და საჭიროება პაციენტისთვის ეს არის ხელოვნური სუნთქვის აპარატების საჭიროება, ჩვენ ვუზრუნველყავით რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის  ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი. ამ ეტაპისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გააჩნია ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი და შესაბამისად აქვს შესაძლებლობა, გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის უზრუნველყოს ყველანაირი პირობა“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.