ჯანმრთელობისა და საბიუჯეტო სექტორის დაფინანსება
ჯანმრთელობისა და საბიუჯეტო სექტორის დაფინანსება 2018 წელს, 2017 წლის გეგმასთან შედარებით, 112.2 მლნ ლარით არის გაზრდილი და ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28 პროცენტზე მეტია.
თარიღი: 09/11/2017
ჯანმრთელობისა და საბიუჯეტო სექტორის დაფინანსება 2018 წელს, 2017 წლის გეგმასთან შედარებით, 112.2 მლნ ლარით არის გაზრდილი და ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28 პროცენტზე მეტია.
► გაგრძელდება ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა.
► პრიორიტეტებს შორის იქნება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების სრულყოფა და ოჯახის ექიმის როლისა და ფუნქციის გაზრდა. აგრეთვე გაგრძელდება C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ხოლო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის განხორციელდება სისტემური რეფორმა, რომლის შედეგადაც მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს გაეზრდებათ ხელმისაწვდომობა ამბულატორიული მოხმარების მედიკამენტებზე.
► გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე.
► გაგრძელდება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და უზრუნველყოფილი იქნება მჭიდრო კოორდინაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა შორის