Plasmon
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაცნობა ვაშინგტონში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაცნობა ვაშინგტონში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ვაშინგტონში კომპანია „ჯონ სნოუს“ (JSI) წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო
თარიღი: 13/10/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ვაშინგტონში კომპანიაჯონ სნოუს“ (JSI) წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო.

 

JSI საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით აშშ- მთავრობის კონტრაქტორი უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიაა. „ჯონ სნოუშიგამართულ შეხვედრაზე ნინო ბერძულმა აღნიშნა, რომ 2013 წელს დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციაა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება 2013 წლამდე პრივატიზებული ჯანდაცვის სისტემიდან სამედიცინო სერვისების საყოველთაო დაფინანსების სისტემაზე გადასვლის პროცესზე მიაპყრო. მან ასევე განიხილა პროგრესის ის ეტაპები, რომელმაც ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და მოსახლეობა სამედიცინო სერვისებზე კატასტროფული დანახარჯებისგან დაიცვა. მინისტრის მოადგილემ ამერიკელ კოლეგებს გააცნო თავისი ხედვა, თუ როგორ უნდა გაიზიარონ სხვა ქვეყნებმა საქართველოს მაგალითი და აღნიშნა, რომ მდგრადი დაფინანსება და სწორად შერჩეული პრიორიტეტები საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისთვის გადამწყვეტია.

 

პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომპანია“JSI”-ის წარმომადგნელები დაინტერესდნენ საქართველოში გატარებული ჯანდაცვის რეფორმებით და სამომავლო გამოწვევებით. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამედიცინო მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაა.

 

 

შეხვედრის ბოლოს ნინო ბერძულმა კომპანიაჯონ სნოუსდედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამების ხელშეწყობისა და დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.