Plasmon
როგორ მოვიქცეთ მწერის მიერ დანესტვრის შემთხვევაში
როგორ მოვიქცეთ მწერის მიერ დანესტვრის შემთხვევაში


თარიღი: 23/06/2022

როგორ მოვიქცეთ მწერის მიერ დანესტვრის შემთხვევაში
1. პინცეტით კანის ზედაპირიდან ამოვიღოთ ნესტარი (არ გადაფხიკოთ დანით)
2. ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით სხეულის შესაბამისი უბანი
3. დანესტვრის ადგილზე დაიდეთ ყინულის კუბი, რათა შეაფერხოთ შხამის გავრცელება და შეამსუბუქოთ ქავილი
4. თუკი ალერგიული ხართ მწერის ნაკბენზე, საჭიროა თქვენს ალერგოლოგთან ერთად შეიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, სადაც ექიმი, მწერის მიერ დანესტვრის შემთხვევაში, გაგიწერთ თუ რა პრეპარატების გამოყენებაა საჭირო და რა თანმიმდევრობით
5. პირველადად გამოვლენილი ალერგიული რეაქციის შემხთვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რათა დროულად მოხდეს ისეთი პრეპარატების გამოყენება როგორიცაა მაგალითად დექსამეტაზონი, ადრენალი და ა.შ
 
როგორ ავირიდოთ თავიდან მწერის მიერ დანესტვრა?
არ იაროთ ფეხშიშველმა ბალახებში
არ ატაროთ ბუნებაში ფერადი სამოსი ყვავილების პრინტით
არ გამოიყენოთ სუნამო და სურნელოვანი კრემი
მოერიდეთ გარეთ ნაყინის, საზამთროს და სხვა ტკბილი,სურნელოვანი ხილის ჭამას.
არ დატოვოთ საკვები და გამაგრილებელი სასმელები თავღია
 
თუკი მოგიახლოვდათ მწერი, მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, შეეცადეთ მშვიდად გაეცალოთ მას
გამოიყენეთ დამცავი ბადეები ფანჯრებსა და კარებზე
მანქანით მგზავრობისას აწიეთ საქარე მინები
გასათვალისწინებელია, რომ ნესტრიან მწერებზე არ მოქმედებს რეპილენტები და მწერების დამაფრთხობელი სხვა საშუალებები