Plasmon
პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდა
პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდა

პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად
თარიღი: 21/05/2018

პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდა

სპეციალურად მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე რეაგირებისთვის სამედიცინო დახმარების მიმართულებით პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდაწარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. 9 პარამედიკოსი რეგიონებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში განაწილდება და მხოლოდ მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე გავა.

აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩნენ. შერჩეულმა კანდიდატებმა კი, გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი გაიარეს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე  კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედიოდა. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა ჩაუტარდათ. 11 აპლიკანტიდან წარმატებით ჩაბარება 9- შეძლო.

პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.