რესპუბლიკურის ახალი დირექტორი
თარიღი: 30/11/2022
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას პროფესორი ზაზა ავალიანი უხელმძღვანელებს. ზაზა ავალიანი თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა ლადო შელიამ წარუდგინეს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ავალიანი 2014 წლიდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორია, ასევე საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
ზაზა ავალიანი 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის საერთაშორისო საშუალო და მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, ასევე 6 სახელმძღვანელოს რედაქტორი და მონოგრაფიის ავტორი.
ამ დრომდე აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოვალეობას ვლადიმერ პაპავა ასრულებდა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორია და ამ თანამდებობაზე კვლავ გააგრძელებს მუშაობას.