Covid-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალი
თარიღი: 08/06/2021
მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/ შეიქმნა.
პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.
https://datacov.moh.gov.ge/-ზე ასევე შესაძლებელია ნახოთ პაციენტების სტატუსი და შემთხვევები მკურნალობის ფორმის მიხედვით. ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.
პორტალზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.
სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება.