შინმოვლის გადამზადების უფასო კურსი
გიწვევთ შინმოვლის გადამზადების უფასო კურსზე
თარიღი: 23/09/2020
გიწვევთ შინმოვლის გადამზადების უფასო კურსზე
ა(ა)იპ „ადამიანი და ბუნება“ (შვილობილ კომპანია „თერაპიის სახლთან“ ერთად), „კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული სამსახურდაკარგული ქალების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში სთავაზობს ქალებს მომზადება-გადამზადების კურსს შინმოვლის საკითხებში.
პროექტი მხარდაჭერილია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ.
ჩვენი ბენეფიციარები არიან ქალები, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური, მათ შორის, მოუწიათ უცხოეთში სამსახურის მიტოვება.
ჩვენ გთავაზობთ:
- გერმანელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავებულ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად 3-კვირიან გადამზადების კურსს შინმოვლის საკითხებში;
- წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გავცემთ ორენოვან სერტიფიკატს, რაც საშუალებას მისცემთ მათ დასაქმდნენ, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში;
- ტრენინგებს გაუძღვებიან ევროპაში სერტიფიცირებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;
- ტრენინგის საფასურს მთლიანად ფარავს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო”.
აპლიკანტებისთვის ტრენინგზე დაშვების კრიტერიუმებია:
• ასაკი: 18-დან 65 წლის ჩათვლით;
• არ უნდა ჰქონდეთ ქრონიკული გადამდები დაავადება ან/და ავადმყოფის მოვლასთან შეუთავსებელი უნარშეზღუდვები;
• სასურველია ჰქონდეთ ავადმყოფის შინმოვლის გარკვეული გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით:
(+995) 593 99 39 39
ან გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულად, მისამართზე:
https://form.jotform.com/202533288842458
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.
გისურვებთ წარმატებებს!