Plasmon
ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით გასამართ ღონისძიებათა ნუსხა
ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით გასამართ ღონისძიებათა ნუსხა

19 – 24 მარტი, ტუბერკულოზის კვირეული
თარიღი: 13/03/2018

ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით გასამართ ღონისძიებათა ნუსხა

19 – 24 მარტი, ტუბერკულოზის კვირეული

 

19 მარტი, ორშაბათი

15.00 სთ-ზე - საერთაშორისო კონსილიუმი - ტუბერკულოზის წამალმდგრადი ფორმებით დაავადებულთა შემთხვევების განხილვა, ამერიკელი და ფრანგი ექიმების მონაწილეობით

 

20 მარტი, სამშაბათი

15:00 სთ-ზე  -  პედიატრ - ფტიზიო-პულმონოლოგების პრეზენტაცია ბავშვთა ტუბერკულოზის მკურნალობის სიახლეებთან დაკავშირებით.  განხილული იქნება კოპენჰაგენში გამართული საერთაშორისო ფორუმის მასალები.

 

 21 მარტი, ოთხშაბათი

13:00 სთ-ზე - Community engagement-ის წარმომადგენლების პრეზენტაცია, რომლებიც ჩართულები არიან TB Alliance-ს აქტივობებში (მულტიცენტრული საერთაშორისო კლინიკური კვლევა).

 

22 მარტი, ხუთშაბათი

12.00 სთ-ზე - წიწვოვანი ხეების დარგვის აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე.

ასევე იგეგმება მიმდებარე ტერიტორიაზე  MSF-ის პროექტის ფარგლებში აშენებული საკონსულტაციო შენობის დათვალიერება.

13.00 სთ-ზე - Stream- ის სამეცნიერო კვლევის (ტუბერკულოზის წამალმდგრადი ფორმების მკურნალობის მოკლე და უფრო ეფექტური რეჟიმების შემუშავება) შესახებ ბრიფინგი და ასევე სხვა მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებული სიახლეები. ტუბერკულოზთან დაკავშირებით სიახლეების და ინფორმაციების გაზიარება ჟურნალისტებთან.  ასევე იგეგმება ტუბერკულოზით გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების სურათების გამოფენა.

 

23 მარტი, პარასკევი

14.00 სთ - პირველი რეგიონული ტელეკონსილიუმი -  გლობალური ფონდის „ექოს“ პროექტის პირველი ეტაპი


24 მარტი, შაბათი

11.00 – 14.00 სთ მონაწილეობა ბათუმში ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში. 

10:00 - 14.00 სთ - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ასევე თბილისის დისპანსერებში  გაიმართება ღია კარის დღე, უფასო კონსულტაციები სასუნთქი სისტემის პათოლოგიებთან დაკავშირებით.