Plasmon
ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა
ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა


თარიღი: 25/02/2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის  ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით,  covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, კოვიდ-19-ის  ვაქცინაციის შემოტანასა  და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს.  ჯანდაცვის მინისტრის  განცხადებით, „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.

„საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის  განცხადებით,  „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით  მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ „ასტრაზენეკასთან“.

 გარდა ამისა,  უკვე შექმნილია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და დაწყებულია გეგმით განსაზღვრული ნაბიჯების განხორციელება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უმთავრესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ოფიციალური ნებართვა და მისი საერთაშორისო აღიარებაა.