მზეთამზე - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს თორის ქვაბულში, ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ბორჯომიდან 18 კილომეტრი.
კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი
იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 4,00ჩ. ზაფხული ზომიერად მშრალი და ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 17,5ºC. ნალექების წლიური რაოდენობა – 670 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 76%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2100 საათი
ფლორა – წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი) ტყეები
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი – საშულო მთის ქვედა სარტყლის ჰავა
მკურნალობის სახეობა – პასიური კლიმატოთერაპია