შავი ზღვისპირეთი და განსაკუთრებით ქობულეთი – კარდიოვასკულურ პაციენტთათვის პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის უნიკალური ზონას წარმოადგენს:
კლიმატი სუბტროპიკულია ზამთარი ძლიერ რბილია და უთოვლო (იანვრის საშ ტემპერატურა +4.8 გრადუსია); ზაფხული ძლიერ თბილია (აგვისტოს საშ ტემპერატურა +22.6 გრადუსი); კურორტის გაშლილი მდებარეობა ხელს უწყობს ზღვისა და ხმელეთის ბრიზების შეუფერხებელ მოქმედებას, რომლებიც ზაფხულში მნიშვნელოვნად ანელებენ სიცხეს, ქმნიან კომფორტულ თერმულ პირობებს შუადღის საათებში, ხოლო ღამე მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის მოჭარბებულ სინოტივეს; თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნალექის რაოდენობა საკმაოდ დიდია მთელი წლის განმავლობაში და შადგენს 2514 მმ–ს, ხოლო ჰაერის შედარებითი სინოტივე 81%–ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2200 საათს აღწევს, ქარები სუსტია, ძლიერი იშვიათი