Nuk
კურორტი ურეკი


დაბა ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ის დიდი მნიშვნელობის ზღვის კლიმატური კურორტია.

ჰავა არის ზღვის სუბტროპიკული, აქ იცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული.

ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.

ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

ზღვის კურორტი, სადაც სამკურნალო ეფექტი აქვს მარილიან წყალს, მზესა და მაგნიტურ ქვიშას . ასეთი ადგილი  საქართველოში - ურეკია. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებისას. ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, თანაბრად გადასცემს სითბოს სხეულის ზედაპირს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება უმჯობესდება. ასევე, მექანიკურ, მასაჟისებურ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე. ქვიშის თბილ აბაზანებს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. თვით ზღვის წყალი ნივთიერებათა ცვლასა და ენდოკრინული სისტემის მუშაობას აწესრიგებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და ინტელექტზე, ზრდის ჰემოგლობინის დონეს, ახდენს ბრონქებისა და ფილტვების პროფილაქტიკას.