აღწერა
კრემი გამოირჩევა გლიკოლის მჟავას მაღალი შემცველობით. იგი ეფექტურად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ათანაბრებს მის ფერს და ასწორებს მიკრორელიეფს. ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს, აუმჯობესებს კანის მიკროცირკულაციას და ამცირებს გამოხატულ პიგმენტაციას. კრემს გააჩნია კერატოლიზური, ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას, ავიწროვებს ფორებს და ხელს უშლის კომედონების წარმოქმნას. შიის და ჟოჟობას ზეთი არბილებს, ატენიანებს კანს და ხდის მას ელასტიურს. შედეგად კანი იღებს ჯანსაღ იერს. ამ კრემთან ერთად სხვა საშუალებების გამოყენება უფრო ეფექტურია.
შემადგენლობა
• გლიკოლის მჟავა 15%
• ჟოჟობას ზეთი;
• შიის ზეთი;
• ალოე ვერას ექსტრაქტი;
• კარიტეს ზეთი;
ჩვენება
• ბიოპილინგი (რომელიც მიმართულია კანის ეპიდერმისის ზედაპირული აქერცვლისკენ);
• კანის არათანაბარი რელიეფი
• ჰიპერპიგმენტაცია (მელაზმა, ქლოაზმა, ასაკობრივი ლაქები, ჭორფლი)
• პიგმენტაცია გამოწვეული ორსულობით, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით, ინსოლაციით, კოსმეტიკური საშუალებებით და სამკურნალო პრეპარატებით.
გაფრთხილება:
გამოყენების წინ რეკომენდირებულია ჩაიტაროთ სინჯი: კრემის მცირე რაოდენობა დაიტანეთ მაჯაზე, გაღიზიანების შემთხვევაში თავი შეიკავეთ კრემის გამოყენებისგან.
გამოყენების წესი
1. როგორც ნიღაბი: წინასწარ გასუფთავებულ სახესა და კისერზე (თვალის გარშემო უბნების გამოტოვებით) დაიტანეთ კრემის სქელი ფენა, გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ ან მოიცილეთ ბამბის სველი ტამპონით. რეკომენდირებულია კვირაში 2–3 ჯერ.
2. ან როგორც ღამის კრემი: მსუბუქი მასაჟის საშუალებით შეიზილეთ გასუფთავებულ სახესა და კისერზე (თვალის გარშემო უბნების გამოტოვებით) საღამოს საათებში. არ ჩამოიბანოთ.
დამატებითი მონაცემები
პროდუქტის შეძენას შეძლებთ ფარმაცევტული სახლის, psp-ს, ავერსის, gpc-ის, სითი–ფარმას და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში.
გამოშვების ფორმა
კრემი 50მლ
პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ პსპ-სა და ჯპს-ის სააფთიაქო ქსელში