აღწერა: ულტრა ფართო სპექტრის მზისგან დამცავი ტონირებული ფლუიდი ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
დანიშნულება: მზისგან დამცავი შეფერილი საშუალებები ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
ავენის ეს განახლებული პროდუქტი შეიცავს ულტრა ფართო სპექტრის მზისგან დამცავ ფილტრს - ტრიასორბს (TriAsorB ™), რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი და დაბერების პროცესის გამომწვევი ლურჯი გამოსხივებისგან (მაღალი სიხშირის ხილული გამოსხივება)
ეს არის უაღრესად უსაფრთხო ფილტრაციის სისტემა, რომელიც ასევე იცავს საზღვაო ბიომრავალფეროვნებას. მრავალრიცხოვანმა ტესტებმა დაამტკიცა მისი არატოქსიკურობა საზღვაო ბიომრავალფეროვნების სამი ძირითადი სახეობისთვის: მარჯანი, ფიტოპლანქტონი და ზოოპლანქტონი.
მზისგან დამცავი ქლინანსი ყოველდღიური ბაზაა სახის ცხიმიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის. ის შეიცავს ცხიმის მარეგულირბელ ინგრედიენტს მონოლაურინს. კრემი შესამჩნევად ამცირებს გამონაყარს და ხელს უშლის მზისგან გამოწვეული ლაქების გაჩენას. არის შეფერილი, ყველა ფერის კანზე ადაპტირებული და შესაბამისად ნიღბავს კანის დეფექტებს. მისი მსუბუქი ტექსტურა შეიწოვება ძალიან სწრაფად, არ ტოვებს ლაქებს და არ პრიალებს კანზე წასმისას. მისი ფორმულა არის ძლიერი წყალგამძლე.
გამოყენება:
გამოუშვით ფლუიდი ტუბიდან 1 თითის სიგრძის ოდენობით და დაიტანეთ კანზე მზეზე გასვლის წინ რამდენიმე წუთით ადრე. პერიოდულად განაახლეთ მისი წასმა განსაკუთრებით ცურვის, ოფლიანობის და პირსახოცით კანის შემშრალების შემთხვევაში. არ გაჩერდეთ დიდხანს მზეზე მზისგან დამცავის გამოყენების შემთხვევაშიც კი.მოერიდეთ მზეს 11:00 დან 16:00 საათამდე.
შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური