Nuk
ფასტუმ® გელი / Fastum® gel


1. ფასტუმ® გელის აღწერა და გამოყენება.

ფასტუმ® გელი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება კეტოპროფენი და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ეს პრეპარატები ამცირებს ანთებას და ტკივილის შეგრძნებას. 

ფასტუმ® გელი გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისთვის კუნთების, ძვლების ან სახსრების რევმატული და ტრავმული წარმოშობის ტკივილის დროს, მაგალითად: დაჟეჟილობის, იოგების დაჭიმვის, კუნთების დაჭიმვის, კისრის კუნთების რიგიდულობის, ლუმბაგოს დროს.

ფასტუმ® გელი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.

  

2. პრეპარატ ფასტუმ® გელის გამოყენებამდე.

ფასტუმ® გელის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში: 

• თუ წარსულში ადგილი ჰქონდა კანის მხრივ ალერგიის გამოვლენას კეტოპროფენზე, ტიაპროფენის მჟავაზე, ფენოფიბრატზე, უი-ბლოკატორებზე ან პარფიუმერულ პროდუქციაზე.

• თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციებს. 

• მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების კეტოპროფენის ან ფასტუმ® გელის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (ყველა კომპონენტის ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში ~სხვა ინფორმაცია~).

• მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აცეტილსალიცილის მჟავას, სხვა აასს (მაგალითად, იბუპროფენი) ან ნებისმიერი პრეპარატის მიმართ, რომელიც დანიშნულია ტკივილის შესამსუბუქებლად ან ანთების მოსახსნელად. ალერგიის სიმპტომებს მიეკუთვნება: მსტვინავი სუნთქვა (ასთმა), ცხვირიდან გამონადენი (რინიტი) ან გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება). 

• გელით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში კანის ის უბნები, რომლებზეც გამოყენებული იყო პრეპარატი, არ უნდა მოხვდეს მზის სხივების ან სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ.

ფასტუმ® გელის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს კანის ნებისმიერი რეაქციის გამოვლენისას, მათ შორის კანის ისეთი რეაქციების განვითარებისას, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატისა და ოკტოკრილენის შემცველი პროდუქტების ერთობლივად გამოყენებასთან (ოკტოკრილენი – არის ზოგიერთი კოსმეტიკური და ჰიგიენური პროდუქტის კომპონენტი, რომელსაც გააჩნია ფოტოდაბერების საწინააღმდეგო თვისებები, მაგალითად შამპუნები, გაპარსვის შემდგომი გამოსაყენებელი გელი, შხაპის გელი, კანის კრემი, ტუჩის საცხი, დაბერების საწინააღმდეგო კრემები, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, თმის სპრეი). 

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ფასტუმ® გელის გამოყენებისას:

• თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ფასტუმ® გელის გამოყენებამდე.

• ფასტუმ® გელის გამოყენების შემდეგ კანის რომელიმე რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა.

• ფასტუმ® გელის გამოყენება კანის ანთებით, დაზიანებულ ან ინფიცირებულ უბნებზე მიზანშეწონილი არ არის.

• ფასტუმ® გელი არ უნდა იქნას გამოყენებული თვალებთან ახლოს, პირის, ნესტოების, ანალურ და სასქესო ორგანოების მიდამოებში.

• დაუშვებელია ჰაერ- და წყალგაუმტარ ნახვევებთან გამოყენება (ე.ი. არ შეიძლება წასმის ადგილის ბინტით შეხვევა ან ნახვევით დაფარვა, რომელშიც გამოყენებულია პლასტიკის სახვევი მასალა).

 

დაცვა მზის სხივებისა და სოლარიუმებისაგან

მზის სხივების (გაფანტული სინათლის შემთხვევაშიც კი) ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შემთხვევაში კანის იმ უბნებზე, რომელზეც წასმულია ფასტუმ® გელი, შეიძლება განვითარდეს კანის პოტენციურად მძიმე რეაქციები (ფოტოსენსიბილიზაცია). ამასთან დაკავშირებით აუცილებელია:

- გელით მკურნალობისას და მისი შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში ტანსაცმლით დაიფარეთ კანის ის უბნები, სადაც ისვამდით პრეპარატს – კანის ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით.

- კარგად დაიბანეთ ხელები ფასტუმ® გელის ყოველი წასმის შემდეგ.

 

მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში ის უბნები, სადაც ისვამთ პრეპარატს, მოარიდეთ მზის სხივების ან სოლარიუმების ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების) ჩათვლით. ეს ეხება აგრეთვე ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატებსაც. მოცემული მოთხოვნა დაკავშირებულია იმასთან, რომ ფასტუმ® გელმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ფასტუმ® გელის მოქმედებაზე. 

 

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. ეს შეიძლება აისახოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. 

 

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარი

ფასტუმ® გელი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

 

3. პრეპარატ ფასტუმ® გელის გამოყენების წესი.

ფასტუმ® გელი გამოიყენება შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

• ტუბი: მოხსენით თავსახური და გახვრიტეთ ალუმინის მემბრანა თავსახურის მეორე მხარეს არსებული წვეტით. 

• ტუმბოს ტიპის დოზატორი: პირველი გამოყენებისას რამდენჯერმე უნდა დააჭირეთ დოზატორის თავსახურს ან ტევადობის ძირს გელის გამოსვლამდე. რეკომენდებულია, გამოყენებისას დოზატორი გვეჭიროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

 

გამოსაყენებელი გელის რაოდენობა და მოხმარების სიხშირე

გამოუშვით ტუბიდან 5-10 სმ სიგრძის გელი ან 2 ჯერ დააჭირეთ ხელი დოზატორის თავსახურს (2 გრ). გელის მოცემული რაოდენობა წაუსვით დაზიანებულ ზედაპირზე 1-3 ჯერ დღეში.

 

ფასტუმ® გელის გამოყენების წესი და ადგილები

• ფასტუმ® გელი დანიშნულია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

• გაანაწილეთ გელი დაზიანებულ უბანზე მასაჟის მსუბუქი მოძრაობებით.

• წასმის შემდეგ მაშინვე დაიბანეთ ხელები.

• მიზანშეწონილი არ არის მოცემული სამკურნალო საშუალების ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყენება. 

 

ფასტუმ® გელის გამოყენების ხანგრძლივობა

ფასტუმ® გელი გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე სამკურნალო კურსებით. 

იმ შემთხვევაში, თუ დაავადება პერიოდულად მწვავდება, ან შენიშნავთ რაიმე ცვლილებებს დაავადების მიმდინარეობისას, მიმართეთ ექიმს.

 

ფასტუმ® გელის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში

ფასტუმ® გელის გარეგანი გამოყენებისას (კანზე) სისხლში ხვდება მისი ძალიან მცირე რაოდენობა, ამიტომ, ნაკლებადსავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბებას თან ახლდეს რაიმე გამოვლენა. 

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით რაიმე კითხვების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ფასტუმ® გელსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

როგორც ნებისმიერი სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათ შემთხვევებში მზის სხივების ზემოქმედებისას ფასტუმ® გელის წასმის ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს კანის გამოხატული რეაქციები. არსებობს ცნობები კანის ადგილობრივი რეაქციების შესახებ, რომლებიც შემდგომში შეიძლება გავრცელებულიყო პრეპარატის წასმის უბნის ფარგლებს გარეთ. იშვიათ მოვლენებს მიეკუთვნება უფრო გამოხატული რეაქციების შემთხვევები, როგორიცაა ბულოზური ან ფლიქტენური ეგზემა, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს და მიიღოს გენერალიზებული ხასიათი. 

ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების სხვა სისტემური მოვლენები (ჰიპერმგრძნობელობა, მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და თირკმელების მხრივ) დამოკიდებულია მოქმედი კომპონენტის კანში შეღწევის უნარზე და, შედეგად, წასმული გელის რაოდენობაზე, დამუშავებული ზედაპირის ფართობზე, კანის საფარის მთლიანობაზე, მკურნალობის ხანგრძლივობაზე და ოკლუზიური ნახვევების გამოყენებაზე. 

პრეპარატის ბაზარზე მოხვედრის დღიდან არსებობს მონაცემები შემდეგი გვერდითი მოქმედების შესახებ. ისინი მითითებულია ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მიხედვით და კლასიფიცირდება მათი გამოვლენის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირად (10% და მის ზემოთ), ხშირად (1%-დან 10%-მდე), ზოგჯერ (0,1%-დან 1%-მდე), იშვიათად (0,01%-დან 0,1%-მდე), ძალიან იშვიათად (0,01%-ზე ნაკლები) ერთეული შემთხვევების ჩათვლით. 

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთმითითებულ გვერდით მოქმედებას,  შეწყვიტეთ ფასტუმ® გელის გამოყენება და შეატყობინეთ ექიმს:

ორგანოების სისტემა

ზოგჯერ

იშვიათად

ძალიან იშვიათად

დარღვევა იმუნური სისტემის მხრივ

 

 

ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

დარღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

 

 

პეპტიური წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დიარეა

დარღვევა კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ

ერითემა, ქავილი, ეგზემა

ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ბულოზური დერმატიტი, ჭინჭრის ციება

კონტაქტური დერმატიტი, წვის შეგრძნება, ანგიონევროზული შეშუპება

დარღვევა შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

 

 

თირკმლის დისფუნქციის ან თირკმლის უკმარისობის გაძლიერება


ხანდაზმული პაციენტებს უფრო ხშირად  აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები  არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე.

ჩანართში მოცემული ინსტრუქციის დაცვა ამცირებს გვერდითი მოქმედების გამოვლენის რისკს. ზოგადად, გვერდითი მოვლენები დროებით ხასიათს ატარებს, მაგრამ მათი გამოვლენისას რეკომენდებულია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. 

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს 

 

5. პრეპარატ ფასტუმ® გელის შენახვის პირობები.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

ფასტუმ® გელი არ გამოიყენება  ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე და ტუბზე/ტუბზე დოზატორით. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს (ვარგისიანობის ვადა: 5 წელი)

აუცილებელია, რომ ინფორმაცია პრეპარატის შესახებ ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ შეინახეთ შეფუთვა და მოცემული ჩანართი. 

მოცემული სამკურნალო საშუალების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. სხვა ინფორმაცია.

პრეპარატ ფასტუმ® გელის შემადგენლობა

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კეტოპროფენი. 

კეტოპროფენის კონცენტრაცია ფასტუმ® გელში – 2,5%.

გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპონენტები: კარბომერი, ეთილის სპირტი, ნეროლის ზეთი, ლავანდის ზეთი, ტრიეთანოლამინი, გაწმენდილი წყალი.  

 

პრეპარატ ფასტუმ® გელის აღწერა და შეფუთვა

ფასტუმ® გელი – არის უფერო, თითქმის გამჭვირვალე გელი. 

ფასტუმ® გელი წარმოდგენილია შეფუთვაში პრეპარატის შემდეგი რაოდენობით: ტუბები 20, 30, 50 ან 100 გრ ან ტუმბოს ტიპის დოზატორი 100 გრ.

შესაძლოა ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.  

 

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე)

სად შევიძინოთ?