Nuk
ინტელანი / Intellan


შემადგენლობა
ყოველი კაფსულა შეიცავს ექსტრაქტებს:

ორლებლიანი გინგკოს ექსტრაქტი - 50 მგ, აზიური ცენტელა - 500 მგ, ხერპესტის მონიერა - 125 მგ, ქინძის სათესი - 200 მგ, ორლებნიანი ამომუმი - 200 მგ , ემბლიკა სამკურნალო - 400 მგ.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :
ინტელანი - არჩევის პრეპარატია თავის ტვინის აქტივობის სტიმულატორებს შორის. ის შეიცავს რამოდენიმე ფარმაკოლოგიურად აქტიურ ბალახს, რომლებიც უზრუნველყოფენ ნატურალურ აუცილებელ ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ბიოაქტიურ ალკალოიდებს და გლიკოზიდებს. გლუტამინის და ასპარანგინის მჟავების, ბიოაქტიურ ალკალიოდების და გლიკოზიდების მეშვეობით. ინტელანი მოქმედებს როგორც ტრანსმისიის ნეიროჰორმონული მოდიფიკატორი და თავის ტვინში ქერქის ნივთიერებათა ცვლაზე აქვს მასტიმულირებელი მოქმედება, ამგვარად ასტიმულირებს თავის ტვინის აქტივობას და მეხსიერების განვითარებას. ის ასევე აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენების (ანიაკის) გამოდევნას, ამგვარად უზრუნველყოფს თავის ტვინის სტრუქტურების აქტივობის ოპტიმიზაციას. ია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, რაც ვლინდება დაღლილობის შეგრძნების შემცირებით. რბილი ნეირომასტიმულირებელი ეფექტი ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და ქვემწვავე დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობას.

ინტელანის პირველადი თერაპიული თვისებაა - გააუმჯობესოს ტვინის სტრუქტურის, ქვედა კიდურების, ყველა არტერიის, ვენის, უწვრილესი კაპილარების სისხლის მიმოქცევა. თავის ტვინის დაქვეითებულმა სისხლის მიმოქცევამ შესაძლოა მოახდინოს არასასურველი მოქმედება მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე, მხედველობაზე, წონასწორობის შეგრძნებაზე. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა  თავის ტკივილი, დეპრესია, შფოთვა. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია იშემიური ინსულტის განვითარება. ინტელანი გამოიყენება ასეთი მდგომარეობის თავისდან აცილების და კომპლექსური მკურნალობის მიზნით.

 

ინტელანში შემავალი მიკროელემენტები (როგორიცაა რკინა, ცინკი და სხვა) წარმოადგენდნენ სასიცოცხლოდ აუცილებელ მოლეკულების შემადგენელ ნაწილს და მოქმედენებ როგორც ორგანიზმში ბევრი მნიშვნელოვანი ბიოსინთეზური რეაქციების აუცილებელი ფაქტორი.

 

მიღების ჩვენებები:
- მეხსიერების შესუსტება, გულმავიწყობა
- ნერვულ-ფსიქიკური სტრესი, დაძაბულობა და დაღლილობა
- კონცენტრაციის არარსებობა და დეზორიენტაცია
- ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური ზრდის შეფერხება
- ფუნქციური გონებრივი უკმარისობა
- თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა
- ნივთიერებათა ნეირონული ცვლის დარღვევა და კაპილარული სისსხლის მიმოქცევის დათრგუნვა
- საშუალო სიმძიმის შფოთვა და დეპრესია

 

დოზირება
მოზრდილები: 1 კაფსულა ორჯერ დღეში

ჭამის შემდეგ : ან ექიმის დანიშნულების თანახმად

 

ურთიერთობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აღწერილი არ არის

 

დოზირების გადაჭარბება
აღწერილი არ არის, ნაკლებსავარაუდოა

 

წინააღმდეგჩვენებები
ალერგიურლი დაავადებები

პრეპარატის კომპონენეტების ინდივიდუალური აუტანლობა

პრეპარატი წინააღმდეგ ნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

 

გვერდითი მოვლენები
უმნიშვნელოა. ინტელანის ღამით მიღებისას ძილის დარღვევის იშვიათი შემთხვევები.

წამლის მიღება რეკომენდებულია ძილის წინ მინიმუმ სამი საათით ადრე.

 

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს +25˚C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას

 

ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?