მიკოსისტი / MYCOSYST


ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
კაფსულები: 
მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი 50, 100 ან 150მგ

საინფუზიო ხსნარი
მოქმედი ნივთიერება: 100მლ ხსნარი შეიცავს 200მგ ფლუკონაზოლს.

სამკურნალწამლო ფორმა
კაფსულები:
კაფსულის შემცველობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი ან მკვრივი ფხვნილისებრი მასა. 
კაფსულები 50მგ: 
ჟელატინის მყარი კაფსულები ზომით #4 (Coni-Snap). ზედა ნაწილი: ღია ცისფერი, გაუმჭვირვალე (L910). ქვედა ნაწილი: თეთრი, გაუმჭვირვალე (L500).
კაფსულები 150მგ:
ჟელატინის მყარი კაფსულები ზომით #1 (Coni-Snap). ზედა ნაწილი: ლურჯი, გაუმჭვირვალე (54.038). ქვედა ნაწილი: თეთრი, გაუმჭვირვალე (L500).

საინფუზიო ხსნარი:
უფერო ან ოდნავ შეფერილი გამჭვირვალე ხსნარი.

კლინიკური თავისებურებები
მიღების ჩვენება
სისტემური ინფექციების მკურნალობა:
სისტემური კანდიდოზი: კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი (ენდოკარდი, მუცლის ღრუ, სუნთქვის ორგანოები, მხედველობის ორგანოები, შარდ-სასქესოს სისტემა).
სუნთქვის ორგანოების, კანის საფარველის და ლორწოვანი გარსების კრიპტოკოკული ინფექციები, კრიპტოკოკული მენინგიტი. 

პროფილაქტიკა:
კრიპტოკოკული ინფექციების შიდსით დაავადებულებში და სხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტის მქონე პირებში.
მიკოზები, მაგ. ოროფარინგეალური კანდიდოზი ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ციტოსტატიკურ ან სხივურ თერაპიას. 

სხვა ჩვენებები:
კრიპტოკოკოზების და კანდიდოზების მკურნალობა მათ შორის იმუნოდეპრესიის მქონე ავადმყოფებში იმუნოსუპრესიული, ციტოსტატიკური თერაპიის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის ან ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: ოროფარინგეალური, ეზოფაგური, არაინვაზიური ბრონქ-ფილტვის კანდიდოზი, კანდიდურია, კანის და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (რძიანა, გამოწვეული კბილის პროთეზით).
დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, მაგ. ტერფის, გლუვი კანის მიკოზები როცა გარეგანი თერაპია არაეფექტურია.
სარტყლისებრი ლიქენის და ონიქომიკოზის მკურნალობა, აგრეთვე კანის კანდიდოზი.
ნორმალური იმუნიტეტის ავადმყოფების ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზები, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.
მწვავე ან რეციდიული (3 ზე მეტი ეპიზოდი წელიწადში) ვაგინალური კანდიდოზის, კანდიდოზური ბალანიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა. 
მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მიკრობიოლოგიური ან ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე: შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს სპეციფიური ფუნგიციდური თერაპიის შერჩევა მიღებული შედეგების მიხედვით. 

გამოყენების მეთოდი და დოზები
ფლუკონაზოლის დღიური დოზა დამოკიდებულია ინფექციის სახეზე და სიმძიმეზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების სრულ გაქრობამდე და ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების მიღებამდე. გამონაკლისია საშოს მწვავე კანდიდოზი, რომლის განკურნებისთვისაც საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი 150მგ დოზა. მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა იწვევს რეციდივს. ჩვეულბრივ, კრიპტოკოკური მენინგიტის და რეციდიული ოროფარინგეალური კანდიდოზი შიდსით დაავადებულებში მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას.

მოზრდილები:
• საწყისი დოზა კანდიდემიის, დისემინირებული და სხვა სისტემური კანდიდოზის დროს Dშეადგენს 400მგ-ს პირველ დღეს, მეორე დღიდან 200-400მგ-ს დღეში. სიცოცხსლისთვის სახიფათო კანდიდოზის შემთხვევაში საწყისი დოზა შეიძლება აღწევდეს 800მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე. 
• კრიპტოკოკური მენინგიტისას და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკური ინრექციებისას პირველ დღეს ინიშნება 400მგ, შემდეგ 200-400მგ დღეში ერთხელ. 
• სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია ჩრყპტოცოცცუს ნეოფორმანს-ით, დღიური, ერთჯერადი დოზა შეიძლება შეადგენდეს 800მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე, თუმცა კრიპტოკოკული მენინგიტისას არის არანაკლებ 6-8 კვირა. 
• კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში მკურნალობის კურსის დასრულებამდე უნდა გადავიდნენ 200მგ-იან დოზაზე, მკურნალობა ხანგრძლივია. 
• ოროფარინგეალური კანდიდოზისას ჩვეული დღიური დოზა შეადგენს 50-100მგ-ს, 7-14 დღის განმავლობაში. მძიმე იმუნოდეფიციტური მდგომარეობებისას პრეპარატი უნდა დაინიშნოს უფრო ხანგრძლივად. 
• პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზისას ჩვეული დღიური დოზა შეადგენს 50მგ-ს 14 დღის განმავლობაში, ერთდროული გამოყენებისას ადგილობრივი ანტისეპტიური თერაპიისა.
• სხვა ლოკალიზაციის ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობისას, მაგ. ეზოფაგიტის, არაინვაზიური ბრონ-ფილტვის ინფექციების, კანდიდურიის, ლორწოვანი გარსების და კანის კანდიდოზისას (ვაგინალური კანდიდოზის გარდა) ჩვეული დღიური დოზა-50-100მგ, მკურნალობის ხანგრძლივობა 14-30 დღეა.
• ოროფარინგეალური კანდიდოზის პროფილაქტიკის მიზნით შიდსით დაავადებულებში მკურნალობის დასრულებამდე ყოველ კვირას ინიშნება 150მგ პრეპარატი. 
• იმუნურ დეპრესიის დროს კანდიდოზის პროფილაქტიკას ატარებენ ყოველდღიური დოზებით 50-400მგ. სისტემური ინფექციების მომატებული რისკისას, მაგ. მძიმე და ხანგრძლივი ნეითროპენიისას, ჩვეული დოზა შეადგენს 400მგ-ს, პრეპარატი ინიშნება რამდენიმე დღით ადრე ნეითროპენიის მოსალოდნენ გამოვლენამდე, აგრეთვე მას შემდეგ, რაც ნეიტროფილების რიცხვი მიაღწევს 1000/მმ3-ს, ფლუკონაზოლით მკურნალობა გრძელდება კიდევ ერთი კვირის განმავლობაში. 
• ტერფის, წელის და მუხლის მიკოზებისას, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, აგრეთვე კანის კანდიდოზის დროს კვირაში ერთხელ ინიშნება 150მგ ან ყოველდღე 50მგ. ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას, თუმცა ტერფის მიკოზებისას მკურნალობას შეიძლება დაჭირდეს 6 კვირა. 
• სარტყლისებრი ლიქენის მკურნალობისას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 50მგ-ს 2-4 კვირის განმავლობაში ან 300მგ-ს დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში, მესამე კვირას შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ერთჯრადი დოზა 300მგ. ცალკეულ შემთხვევებში საკმარისია ერთჯერადად 300-400მგ. 
• ონიქომიკოზის მკურნალობისას რეკომენდებული 150მგ კვირაში ერთხელ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მთლიანად არ შეიცვლება ჯანმრთელით. ჩვეულებრივ, ამისთვის საჭიროა 3-6 თვე, ცერა თითის ფრჩხილის გაზრდას ჭირდება 6-12 თვე. ასაკთან ერთდ ფრჩხილის ზრდის სისწრაფე ნელდება.
• ენდემური მიკოზების მკურნალობა: (პარაკოკციდიომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი, სპოროტრიქოზი) 1-2 წლის განმავლობაში 200-400მგ დღეში. 
• კოკციდიომიკოზის სამკურნალოდ დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის კურსი გრძელდება 1-2 წელი.
• მწვავე ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობისას ინიშნება ერთჯერადი პერორალური დოზა 150მგ (მიკოკისტის კაფსულები 150მგ).
• რეციდიული ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობისას  მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს, 4-12 თვის განმავლობაში საჭIროა 150მგ პრეპარატის მიღება თვეში ერთხელ (მიკოსისტის კაფსულები 150მგ).
• კანდიდოზური ბალანიტის მკურნალობისას ინიშნება ერთჯერადი დოზა 150მგ (მიკოსისტი კაფსულები 150მგ).

ბავშვები:
დოზირება და კურსის ხანგრძლივობა, როგორც მოზრდილებში, დგინდება ინდივიდუალურად კლინიკური სურათის და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების მიხედვით. ჩვეულებრივ ფლუკონაზოლი მიიღება ერთხელ დღეში. ბავშვებში არ შეიძლება მოზრიდლებში მაქსიმალურ დღიურ დოზაზე მაღალი დოზების დანიშვნა. 
• ლორწოვანი გარსების კანდიდოზისას პირველ დღეს 6მგ/კგ, შემდეგ 3მგ.კგ დღეში.
• სისტემური კანდიდოზისას ან კრიპტოკოკური ინფექციის დროს დაავადების სიმძიმის მიხედვით ინიშნება 6-12მგ/კგ დღეში. 

პროფილაქტიკა:
• იმუნოდეფიციტური მდგომარეობებისას ინიშნება 3-21 მგ/კგ დღეში ნეითროპენიის სიმძიმის მიხედვით. 
• რეციდიული დღიური დოზა ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ინიშნება იგივე სქემით, როგორც მოზრდილებში (იხ.ქვემოთ)

ახალშობილები 4 კვირამდე ასაკში
პირველი 2კვირის განმავლობაში პრეპარატი ინიშნება ზემოაღნიშნული დოზით, ანუ ყოველ 72 საათში ფლუკონაზოლის ნელი გამოყოფის გამო ახალშობილების ორგანიზმიდან. ცხოვრების მესამე და მეოთხე კვირას იგივე დოზა ინიშნება დღეგამოშვებით, ყოველ 48 საათში. 

ხანდაზმულები:
თირკმელების ნორმალური ფუნქციისას ინიშნება ჩვეულბრივი დოზები. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას, როცა კრეატინინის კლირენსი <50მლ/წთ, აუცილებელია დოზის დაქვეითება (იხ. ქვემოთ).

თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას (მოზრდილები და ბავშვები):
დოზები უნდა შემცირდეს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მიხედვით. ერთდღიანი მკურნალობის კურსისას (ვაგინალური კანდიდოზის შემთხვევაში) დოზა არ იცვლება. 

სხვა შემთხვევებში მკურნალობა უნდა დაიწყოს 50-400მგ-ს შიგნით მიღებით, შემდგომში კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით დოზა ან მიღების სიხშირე იცვლება შედმეგი სქემით:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) 

დოზირება

>50

ჩვეული დოზა, 1X დღეში

<50

ჩვეული დოზის ნახევარი, 1X დღეში

სისტემური დიალიზისას

ერთ ჩვეული დოზა დიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ

გამოყენების მეთოდი
ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით პრეპარატი ინიშნება შიგნით ან ინტრავენურად ინფუზიის სახით (ინფუზიის მაქსუმალური სიჩქარე 10მლ/წთ).
ინტრავენურიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლა და პირიქით ხორციელდება დღიური დოზის ცვლილების გარეშე, დღიური დოზა დამოკიდებული არ არის პრეპარატის შეყვანის გზებზე. 100მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 200მგ ფლუიკონაზოლს ნატრიუმის ქლორიდის 0.9%იან ხსნარში იონური შემადგენლობით, რომელიც შეიცავს Nა+ და 15მმოლ ჩლ-. მდგომარეობებისას რომელიც მოითხოვს ორგანიზმში ნატრიუმის და სითხის შეყვანის შეზღUდვას, საჭიროა ინფუზიის იონური შემადგენლობის გათვალისწინება.
კაფსულების მიღება საჭიროა მთლიანად, მცირე რაოდენობით წყლით, საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ. 
კაფსულები არ გამოიყენება 5-6 წლის ან ნაკლები ასაკის ბავშვებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მათი სრულად გადაყლაპვა. 

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობის არსებობა მოქმედი ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ. ფლუკონაზოლის გამოყენება არ შეიძლება იმ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ტერფენადინს, ციზაპრიდს ან ასთემიზოლს. პრეპარატის ერთდროული გამოყენება აგრეთვე არ შეიძლება საშუალებებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, როგორიცა ფიმოზიდი ან ქინიდინი (იხ.პუნქტი 4.5).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატების გამოყენებისას
ცალკეულ შემთხვევებში, მძიმე ძირითადი დაავადებების არსებობისას, ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღნიშნავდნენ მძიმე, ზოგიერთ შემთხვევაში სასიკვდილო ჰეპატოტოქსიკურობას. თუმცა არ მოხერხდა პრეპარატის მიღებული დოზის კავშირის დადგენა თერაპიის ხანგრძლივობასთან, ავადმყოფის ასაკთან ან სქესთან. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური ეფექტი ჩვეულებრივ შექცევადია. იმ ავადმყოფებში, რომლებშიც ფლუკონაზოლით თერაპიის კურსის დროს აღინიშნება ღვიძლის ფუნქციური ტესტების გაუარესება, საჭიროა უფრო მკაცრი კონტროლი. თუ თერაპია გრძელდება, თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი აუცილებლად უნდა აჭარბებდეს ღვიძლის ტოქსიური უკმარისობის რისკს. ღვიძლის დაავადებების ნიშნების გამოვლენისას ფლუკონაზოლით თერაპიის კურსი უნდა შეწყდეს. 
ზოგიერთი აზოლის წარმოებულის გამოყენებას უკავშირებდნენ QT ინტერვალის გახანრძლივებას. ფლუკონაზოლის გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა “ტორსადე დე პოინტეს” შეტევები. იმის მიუხედავად, რომ ფლუკონაზოლი დაკავშირებული არ იყო QT ინტერვალის გახანრძლივებასთან, მისი გამოყენება საჭიროა სიფრთხილით არითმიისადმი განწყობილ პაციენტებში:
• თანდაყოლილ (კონგენიტალური) ან  Qთ ინტერვალის დარეგისტრირებული გახანგრძლივება,
• კარდიომეგალია, განსაკუთრებით გულის უკმარისობის თანხლებისას
• სინუსური ბრადიკარდია
• სიმპტომური არითმია
• ერთდროული გამოყენება პრეპარაეტბთან ერთად, რომლებმაც შეიზლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომლებიც არ იშლება ფერმენტ CYP3A4-ით (იხ.პუნქტი 4.5)

ფლუკონაზოლით თერაპიის კურსის დაწყებამდე აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია).
ფლუკონაზოლით თერაპიის დროს იშვიათად აღინიშნებოდა კანის ექსფოლიატიური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. 
შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონე პირებში უფრო ხშირად აღინიშნება კანის მძიმე რეაქციები. გამონაყარის გამოვლენიას, რომელიც დაკავშირებულია კანის ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობასთან, ფლუკონაზოლით მკურნალბოა უნდა შეწყდეს. თუ გამონაყარი უჩნდება ინვაზირუი ან სისტემური მიკოზის მქონე პაციენტს, აუცილებელია მკაცრი კონტროლი, კანის ბუშტუკოვანი დაზიანებების გამოვლენისას ან მრავლფორმული ექსუდაციური ერითემისას ფლუკონაზოლით მკურნალობის კურსი უნდა შეწყდეს.
თუ ავადმყოფს, რომელიც მკურნალობს ინვაზიური კანის მიკოზს, ფლუკონაზოლით თერაპიის ფონზე გამოუვლინდება გამონაყარი, აუცილებელია მისი მკაცრი კონტროლი,  კანის დარღვევების გაღრმავებისას თერაპიის კურსი ნდა შეწყდეს. 
ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ანაფილაქსიური რეაქციები (იხ.პუნქტი 4.8).

ლაქტზოის აუტანლობა
კაფსულები შეიცავს უწყლო ლაქტოზას, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია ლაქტოზის აუტანლობისას:
მიკოსისტის კაფსულები 50მგ: 49,5მგ ერთ კაფსულაში
მიკოსისტის კაფსულები 100მგ: 99,0მგ ერთ კაფსულაში
მიკოსისტის კაფსულები 150მგ: 148,5მგ ერთ კაფსულაში

გალაქტოზის იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობის ან ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტისას (Lაპპ ლაცტასე დეფიციენცყ), აგრეთვე გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციისას პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. 
თირკმლის უმარისობისას, კრეატინინის კლირენსით <50მლ/წთ, პრეპარატის დოზა შესაბამისად უნდა შემცირდეს (იხ.პუნქტი 4.2).
რეპროდუქციული ასაკის ქალებში, თერაპიის ხანგრძლივი კურსისას, აუცილებელია ორსულობისგან თავდაცვის საიმედო მეთოდის გამოყენება (იხ. პუნქტი 4.6)

წამლისმიერი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ფლუკონაზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- ციზაპრიდი
იმ ავადმყოფებში, რომლებსაც ერთდროულად მკურნალობდნენ ციზაპრიდით და ფლუკონაზოლით, აღინიშნებოდა კარდიული მოვლენები, “ტორსადე დე პოინტეს” შეტევების ჩათვლით. იმ პირებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზილს, ციზაპრიდის გამოყენება არ შეიძლება (იხ.პუნქტი 4.3).
- ტერფენადინი (ფლუკონაზოლის 400მგ-ზე დიდი დოზების გამოყენებისას; ფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატი)
რადგან ტერფენადინის და აზოლების წარმოებულების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა რითმის მძიმე დარღვევები, რომელსაც ახლდა QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტარდებოდა ტერფენადინის და ფუკონაზოლის ერთობლივი მოქმედების გამოცდა.  ერთ ცდაში, ფლუკონაზოლის 200მგ დოზით გამოყენებისას არ დამტკიცდა QT ინტერვალის გახანგრძლივება. სხვა ცდაში, რომელშიც ფლუკონაზოლი გამოიყენებოდა 400 და 800მგ დოზით, დამტკიცდა, რომ 400მგ და უფრო დიდი დოზით ფლუკონაზილი ახანგრლივებს ტერფენადინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. უკუნაჩვენებია ტერფენადინის ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენება 400მგ და უფრო დიდი დოზით (იხ.პუნქტი 4.3). ტერფენადინის და ფლუკონაზოლის გამოყენება 400მგ-ზე დაბალი დოზით, საჭიროებს ავადმყოფის მკაცრ კონტროლს.
- ასთემიზოლი (ფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატი)
ასთემიზოლით ჭარბ დოზირებას თან ახლავს Qთ ინტერვალის გახანგრძლივება., გულის მძიმე არითმიებით, ტორსადე დე პოინტეს” შეტევების ჩათვლით ან გულის გაჩერებით. ასტემიზოლის და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოეყნება უკუნაჩვენებია მძიმე, ზოგჯერ სასიკვდილო მოქმედების გამო გულზე.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფლუკონაზოლის მეტაბოლიზმზე
-ჰიდროქლორთიაზიდი
ჯანმრთელ მოხალისეებში ჰიდროქლორთიაზიდი ზრდიდა ფლუკონაზოლის კონცენტრაციას 40%-ით. ფლუკონაზოლის და თიაზიდის წარმოებულების ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ამ ეფექტის ცოდნა, მაგრამ არ არსებობს ფლუკონაზოის დოზის ან მიღების რეჟიმის ცვლილების აუცილებლობა.
- რიფამპიცინი (ფერმენტ CYP450 ის სუბსტრატი)
ფლუკონაზოლის გამოყენებისას ავადმყოფებში, რომლებიც იტარებდენ რიფამპიცინით ხანგრძლივ მკურნალობას, ფლუკონაზოლის შეწოვის მრუდი დაქვეითდა 25%-ით, ნახევარგამოყოფის პერიოდი 20%-ით. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აუცილებელი გახდეს ფლუკონაზოლის დოზის ზრდა. 

ფლუკონაზოლის მოქმედება სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმე
ფლუკონაზოლი მნიშვნელოვანი ხარისხით აბლოკირებს იზოფერმენტ ციტოქრომ P450-ის, CYP2C9, მცირე ხარისხით CYP3A4-ის მოქმედებას).
ამის გამო, ჩამოთვლილი ინტერაქციების გარდა შეიძლება აღინიშნოს სისხლის პლაზმაში სხვა წამლების კონცენტრაციის ზრდა, რომლებიც მეტაბოლიზდება ფერმენტებით, CYP2C9 და CYP3A4 (მაგ.სპორინების ალკალოიდები, ქინიდინი), ფლუკონაზოლთან ერთად მათI გამოყენებისას, ამის გამო, აუცილებელია ამ პრეპარატების ერთად სიფრთხილით მიღება, ავადმყოფზე დაკვირვება. 

ფლუკონაზილის მოქმედების მანჰიბირებელი ფერმენტებით დაქვეითება შეიძლება აღინიშნა თერაპიის კურის შეწყვეტიდან 4-5 დღის შემდეგაც, ფლუკონაზოლის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო. 

- ალფეტანილი (ფერმენტCYP3A4-ის სუბსტრატი)
400მგ ფლუკონაზოლის და 20მკგ.კგ ალფენტანილის ინტრავენურად შეყვანისას, ალფენტანილის შეწოვის მრუდი იზრდებოდა 50%0ით, კლირენსი დაქვეითდა 55%-ით, სავარაუდოდ ფერმენტCYP3A4-ის ბლოკირების გამო. ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას შეიძLება აუცილებელი გახდეს პრეპარატების დოზების ცვლილება.

- ამიტრიპტილინი
არსებობს ამიტრიპტილინის კონცენტრაციის მომატების და ტრიციკლური ანტიდეპრესანტე3ბის ტოქსიკურობის შემთხვევები ამიტრიპტილინის და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენებისას. ფლუკონაზოლის და ნორტრიპტილინის ერთდროული შეყვანისას (ამიტრიპტილინის აქტიური მეტაბოლიტი) აღინიშნებოდა პლაზმასი ნორტრიპტილინის მომატება. ამიტრიპტილინის ტოქსიურობის რისკის გამო აუცილებელია ამიტრიპტილინის დონის კონტროლი პლაზმაში, შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი დოზის ცვლილება. 

-ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების დროით) (ფერმენტCYP3A4-ის სუბსტრატი)
ერთრდოული პერორალური გამოყენებისას 7,5მგ მიდაზოლამისა და 400მგ ფლუკონაზოლისა აღინიშნებოდა მიდაზოლამის შეწოვის მრუდის და ფსიქომოტორული მოქმედების მატება. 100მგ ფლუკონაზოლის და 0,25მგ ტრიაზოლამის ერთდროული გამოყენება ზრდიდა ტრიაზოლამის მრუდს და ნახევარგამოყოფის პერიოდს. აღინიშნებოდა უფრო გამოხატული და ხანგრძლივი ტრიაზოლამის მოქმედება მისი ერთდროული გამოყენებისას ფლუკონაზოლთან ერთად.

თუ ავადმყოფს, რომელიც იღებს ფლუკონაზოლს, აუცილებლად ესაჭიროება ბენზოდიაზეპინების მიღება, უნდა იფიქრონ ბენზოდიაზეპინეს დოზის დაქვეითებაზე და აუხიებელია მასზე დაკვირვება.

- კალციუმის არხების ბლოკერები (კალციუმის ანტაგონისტები) (ფერმენტCYP3A4-ის სუბსტრატი)
კალციუმის ზოგიერთი ანტაგონისტები, დიჰიდროპირიდინების წარმოებულები (ნიფედიპინი, იზრაპიდინი, ნიკარდიპინი, ამლოდიპინი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება ფერმენტ ფერმენტCYP3A4-ით. სამეცნიერო ლიტერატურაში აღინიშნებოდა პერიფერიული შეშუპებები, კალციუმის ანტაგონისტების კონცენტრაციის მომატება იტრაკონაზოლის და ფელოდიპინის, იზრაპიდინის ან ნიფედიპინის გამოყენებისას. ეს ურთიერთქმედება შეიძლება აგრეთვე აღინიშნოს  ფლუკონაზოლის გამოყენებისას კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად.

-ცელეკოკსიბი (ფერმენტ CYP2C9-ის სუბსტრატი) 
ერთ კლინიკურ კვლევაში, 200მგ ცელეკოკსიბის და 200მგ ფლუკონაზოლსი გამოყენებისას აღინიშნა 68%-ით ზრდა მაქსიმალური კონენტრაციისა და 134%-ით ზრდა ცელეკოკსიბის მრუდისა. ეს ურთიერთქმედება აღინიშნებოდა ფერმენტ ჩYP2ჩ9-ის მოქმედების ბლოკირების გამო და ამგვარად, ცელეკოკსიბის გახლეჩის შემცირებით. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ცელეკოკსიბის დოზა აუცილებლად უნდა დაქევითდეს 50%-ით. 

- ციკლოსპორინი (ფერმენტCYP3A4-ის სუბსტრატი)
ავადმყოფებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ, 100მგ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციაზე. თირკმლის გადანერგვის შემდეგ, 200მგ ფლუკონაზოლი ზრდიდა ციკლოსპორინის კონცენტრაციას სისხლის პლამზაში. ამიტომ, ფლუკონაზოლის და ციკლოსპორინის ერთად გამოყენებისას მიზანშეწონილია ციკლოსპორინის პერიოდული კონტროლი სისხლის პლაზმაში.

- დიდანოზინი
დიდანოზინის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენდა დიდანოზინის ფარმაკოკინეტიკაზე ან ეფექტურობაზე. ამის მიუხედავად მიზანშეწონილია ფლუკონაზოლის ეფექტურობის რეგულარული კონტროლი. შეიძლება უკეთესი იყოს ფლუკონაზოლით თერაპიის კურსის ჩატარება დიდანოზინის გამოყენებამდე. 

- ჰალოფანტრინი (ფერმენტCYP3A4-ის სუბსტრატი)
პრეპარატები, რომლებიც აბლოკირებენ ფერმენტ CYP3A4-ს, შეიძლება იწვევდნენ ჰალოფანტრინის გახლეჩის ბლოკირებას.

- გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები (ფერმენტ CYP2C9-ს ან CYP3A4-ს სუბსტრატი)
ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან, რომლებიც ემტაბოლიზდება ფერმენტ CYP3A4-ით (მაგ.სიმვასტატინი, ატორვასტატინი) ან ფერმენტ CYP2C9-თი (ფლუვასტატინი) იზრდება მიოპათიის რისკი. ფლუვასტატინის და ფლუკონაზოლის ურთიერთქმედების გამო, ფლუვასტატინის კონცეტრაციის დროსი მრუდი შეიძლება გაიზარდოს 200%-ით. აუცილებელია ფლუკონაზოლის და გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების ერთად ფრთხილად გამოყენება. აუცილებელია ავადმყოფზე დაკვირვება მიოპათიის და ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზის (რაბდომიოლიზი) აღმოსაჩენად აუცილებელია კრეატინკინაზას დონის კონტროლი პლაზმაში. გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის კურსი უნდა შეწყდეს თუ კრეატინკინაზას დონე მნიშვნელოვნად იზრდება ან აღინიშნება მიოპათიის და რაბდომიოლიზის ნიშნები.

-პერორალური ანტიკოაგულანტები, კუმარინის წარმოებულები (ფერმენტ CYP2C9-ს სუბსტრატი)
პროთრომბინის დრო შეიძლება გაიზარდოს (12%-ით), ამიტომ აუცილებელია პროთრომბინის დროის რეგულარული კონტროლი. დაკვირვებების მიხედვით შეიძლება აღინიშნოს გართულებები სისხლდენით, ისეთი როგორიცააL სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ჰემატურია, მელენა.

- ლოზარტანი (ფერმენტCYP2ჩ9-ს სუბსტრატი)
ფლუიკონაზოლი ამუხრუჭებს ლოზარტანის აქტიურ ემტაბოლიტად ტრანსფორმაციას, რომელიც უმეტესად პასუხისმგებელია ანგიოტენზინ Iი რეცეპტორის ბლოკირებაზე. ლოზარტანის და ფლუკონაზოლსი ერთდროული გამოყენებისას, ლოზარტანის კონცენტრაცია იმატებს, ქეითდება აქტიური მეტაბოლიტეს კონცენტრაზია. ამიტომ ამ რპეარატების ერთდროული გამოყენებისას, აუცილებელია ავადმყოფზე დაკვირვება და არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი. 

- პერორალური კონტრაცეპციული საშუალებები
ჯანმრთელი ქალებსი გამოკვლევისას 50მგ ფლუკონაზოლი გავლენას არ ახდენდა პერორალური კომბინირებული, კონტრაცეფციული საშუალებების აქტიურ ნივთიერებებზე.
200მგ ფლუკონაზოლი ზრდიდა კონცენტრაცია-დროის მრუდს (AUC) ეთილენესტრადიოლის და ლევონორგესტრელისა 40 და 24%-ით. ამ გამოკვლევების მიხედვით ფლუკონაზოლის განმეორებითი დოზები არ მოქმედებენ პერორალური კონტრაცეფციურლი საშUალებების მოქმედებაზე.

- ფენიტოინი (ფერმენტ CYP2C9-ს სუბსტრატი)
ინტრავენურად 200მგ ფლუკონაზოლის და 250მგ ფენიტოინის შეყვანისას აღინიშნებოდა ფენიტოინის დრო-კონცენტრაციის მრუდის ზრდა 75%-ით, მაქსიმალური კონცენტრაციის ზრდა 128%-ით. ამ პრეპარატების მიღების აუცილებლობისას, საჭიროა ფენიტოინის დოზის მუდმივი კონტროლი და მისი დოზის დაქვეითება ჭარბი დოზირების ასაცილებლად.

- პრედნიზოლონი (ფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატი)
ერთ პაციენტს, რომელიც პრედნიზოლონს იღებნდა თირკმლის გადანერგვის შემდეგ, აღენიშნეობდა ადისონის დაავადების კრიზისი ფლუკონაზოლით სამთვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ. ფლუკონაზოლის მოხსნამ სავარაუდოდ გამოიწვია ფერმენტ ჩYP3A4-ის აქტივობის ზრდა. ავამდყოფებში, რომლებსაც უტარებენ ფლუკონაზოლით და პრედნიზოლონით ერთობლივი თერაპიის კურსს, საჭიროა კონტროლი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის გამოსავლენად ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ.

- რიფაბუტინი (ფერმენტCYP3A4-ის სუბსტრატი)
ფლუკონაზოლის და რიფაბუტინის ერთდროული გამოყენებისას რიფაბუტინის კონცენტრაცია იზრდება. ავადმყოფებშI, რომლებიც ერთდროულად იღებენ რიფაბუტინს და ფლუკონაზლს აღინიშნებოდა უვეიტი, ამიტომ საჭიროა ამ პაციენტების მკაცრი კონტროლი. 

- პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები (ფერმენტ CYP2C9-ს სუბსტრატი)
ფლუკონაზოლის და სულფონილშარდოვანას წარმოებულების ერთდოული გამოყენებისას  (ქლორპროპრამიდი, გლიპეკლამიდი, გლიპიზიდი და ტოლბუტამიდი) ჯანმრთელ მოხალისეებში აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა. ეს პრეპარატების სეიძლება მიღებული იქნას ერთდროულად, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ჰიპოგლიკემიის შესაძლებლობა. 

- ტაკროლიმუსი და სიროლიმუსი (ფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატი)
ტაკროლიმუსის და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნებოდა პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის და ნეფროტოქსიურობის მატება. იმის მიუხედავად, რომ ფლუკონაზოლთან და სორპ;იმუსთან არ ცტარებულა ასეთი ცდები, შეილება ივარაუდონ იგივე რეაქიცები. ავადმყოფებში, რომლებსაც ერთდროულად მკურნალობენ ფლუკონაზოლით და ტაკროლიმუსით ან სიროლიმუსით აუცილებელია ინტენსიური კონტროლი. 

- თეოფილინი
ერთობლივი ქმედებების პლაცებო კონტროლირებულ ცდებში, 200მგ ფლკონაზოლით დღეში, 14 დღის განმავლბოაში, თეოფილინის კლირენსი დაქვეითდა 18%-ით. ამიტომ თეოფილინის დიდი დოზების ფლუკონაზოლტან ერთად გამოყენებისას აუცილებელია ავადმყოფების ინტენსიური კონტროლი და თეოფილინის ჭარბი დოზირების ან ტოქსიურობის გამოვლენისას აუცილებელია მისი დოზის დაქვეითება. 

-ტრიმეტრექსატი
ფლუკონაზოლი ხელს უშლის ტრიმეტრექსატის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს ტრიმეტრექსატის კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში. ამ პრეპარატების ერთობლივი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ტრიმეტრექატის დონის რეგულარული კონტროლი და ავადმყოფის გამოკვლევა ტოქსიურობაზე. 

- ზიდოვუდინი
ფარმაკოკინეტიკის ორ კვლევაში, ფლუკონაზოლის და ზიდოვუდინის ერთობლივი გამოყენებისას არინიშნა ზიდოვუდინის დრო-კონცენტრაციის მრუდის მატება 20%-ით და 74%-ით. ამიტომ შეიძლება აუცილებელი გახდეს ზიდოვუდინის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში და მისი დოზირების ცვლილება. 

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება
პრეპარატები, რომლებიც იწვეენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას: ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნავდნენ, რომ ფლუკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება, ამით კი გამოიწვიოს გულის მძიმე არითმიები. ამიტომ, ავადმყოფებშI, რომლებიც ირებენ პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ Qთ ინტერვალის გახანგრძლივებას ფლუკონაზოლტან ერთად, აუცილებელია მკაცრი კონტროლი, არ სეიძლება ადიტიური მოქმედების გამორიცხვა/

ამფოტერიცინი ბ: ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევებისას ცხოველებზე, აღინიშნება ანტაგონიზმი აზოლებსა და ამფოტერიცინ ბ-ს შორის, მაგრამ კლინიკური მნიშნველობა უცნობია. 

ფლუკონაზოლის შეწოვაზე არ მოქმედებდა საკვების მირება, ციმეტიდინი, ანტაციდები ან დასხივება პაციენტების მთელი სხეულისა ძვლის ტვინის გადანერგვამდე. 

ზემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევების გარდა არ ჩატარებულა სხვა ურთიერთქმედების კვლეევბი, მაგრამ მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს შესაზლო ურთიერთქმედება/ 

ორსულობა და ძუძუთი კევბა
ორსულობა
ამჟამად ორსულობის დროს ფლუკონაზოლის გამოეყნებაზე მონაცემები მეტად შეზღუდულია, მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლეები არ ჩატარებულა.
ბავშვებს, რომელთა დედებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ან შემდეგ იღებდნენ ფლუკონაზოლის დიდ დოზას (400-800მგ დღეში) კოკციდიომიკოზის სამკურნალოდ, აღენიშნებოდათ მრავლობითი თანდაყოლილი დეფექტები,, თუმცა ურთიერთკავშირი განვითარების ნაკლსა და ფლუკონაზოლის მიღებას შორის დამტკიცებული არ არის. 
ცხოველებზე ცდებში ნაყოფის ტოქსიურობაზე გამოვლინდა მხოლოდ ის დოზები, რომლებიც დედისთვისაც ტოქსიური იყო. 
ამის მიუხედავად, ორსულ ქალებში ფლუკონაზოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში სოკოვანი ინფექციებისას და იმ შემთხვევაში, რომ თერაპიული ეფექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მავნე ზემოქმედება ნაყოფზე. 

ძუძუთი კვება
ფლუკონაზოლი აღწევს რძეში იგივე კონცენტრაციით როგორც სისხლში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია. 

პრეპარატის მოქმედება ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე
გამოცდილება იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ფლუკონაზოლით მკურნალობა გავლენას არ ახდენს მექანიზმებთან მუშაობისა და ავტომობილის მართვის უნარზე. 

გვერდითი მოქმედება
ა)ავადმყოვფები ჩვეულებრივ კარგად იტანენ ფლუკონაზოლით თერაპიას.
ბ) აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები დაკავშირებული ფლუკონაზოლით თერაპიასთან კლინიკურ კვლევებში 4,048 კვირის და რამდენიმე დღის განმავლობაში: 

ორგანოთა სისტემა

ხშირი
>1/100-<1/10

არახშირი
<1/1000-<1/100

იშვიათი
>1/10000-<1/1000

ძალიან იშვიათი
<1/10000

სისხწარმომქმნელი და ლიმფური სისტემის დაავადებები

 

ანემია
ეოზინოფილია

 

 

იმუნური სისტემის დაავადებები

 

 

ანაფილაქსიური რეაქციები

 

ნივთიერებათა ცვლის მოვლენები და ალიმენტური სინდრომები

 

 

ანორექსია

 

ფსიქიური დარღვევები

 

 

უძილობა

 

ნერვული სისტემის დაავადებები და ნიშნები

თავის ტკივილი

გემოვნების დარღვევა, თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დაქვეითება, კრუნჩხვები, ტრემორი, ძილიანობა

 

 

სმენის ორგანოს და ვესტიბულური სისტემის დაავადებები

 

თავბრუსხვევა

 

 

საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის დაავადებები და ნიშნები

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი

დიარეა

შეკრულობა, პირის სიმშრალე, საკვების გადამუშავების დარღვევა, შევსების შეგრძნება (მუცლის შებერილობა)

 

 

ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები

 

ქოლესტაზი, ღვიძლის ფუნქციური დარღვევები, სიყვითლე, ჰეპატიტი

 

 

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი

ქავილი, ჰიპერჰიდროზი

ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი

 

საყრდენ-მამოძრავებელი სისეტმის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

 

კუნთების ტკივილი

 

 

ზოგადი მოვლენები,

ადგილობრივი რეაქციები

 

დაღლილობა, თვითგრძნობის გაუარესება, სისუსტე, ტემპერატურის მომატება

 

 

ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები

ღვიძლის ფერმენტების (ალტ. ასტ, ტუტე ფოსფატაზა) აქტივობის მომატება

 

 

 

გ) შიდსით დაავადებულებში გვერდითი ეფექტები უფრო ხშირია (21%), ვიცრე სხვა ავადყოფებში (13%) თუმცა გვერდითი ეფექტების ხასიათი მსგავსია.

ფლუკონაზოლის ბრუნვაში გამოსვლის შემდეგ აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება. 
სისხლწარმომქმნელი და ლიმფური სისტემის დაავადებები: ლეიკოპენია (ნეითროპენიის და აგარნულოციტოზის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია. 
საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალციემია. 
ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადეები: ჰეპატიტი, ღვიძლის დაზიანება. 
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ალოპეცია, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი. 

ჭარბი დოზირება
არსებობს ფლუკონაზოლის ჭარბი დოზირების რამდენიმე შემთხვევა, მაგ.: 42 წლის მამაკაცი, დაავადებული შიდსით, იღებდა 8200მგ ფლუკონაზოლს, რის შემდეგაც აღინიშნა ჰალუცინაციები, ქცევა გახდა პარანოიდული. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მდგომარეობა ნორმას დაუბრუნდა 48 საათში.
ჭარბი დოზირებისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და კუჭის ამორეცხვა.
ფორსირებული დიურეზი ზრდის თირკმელებით ელიმინაციის ხარისხს; სამსაათიანი ჰემოდიალიზი აქვეითებს კონცენტრაციას 50%-ით. 

ფარმაკოლოგიური თავისებურებები
ფარმაკოდინამიური თავისებურებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო, სისტემური გამოყენების პრეპარატები, ტრიაზოლის წარმოებული.
ათქ კოდი: J02AC01

თავისი ქიმიური სტრუქტურით ფლუკონაზოლი მიეკუთვნება ტრიაზოლებს და წარმოადგენს სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. მის მიმართ მგრძნობიარე სოკოებში ფლუკონაზოლი ბლოკავს ციტოქრომ P450 დამოკიდებულ ენზიმებს, იწვევს ერგოსტეროლის სინთეიზს დარღვევას სოკოების უჯრედების მემბრანებში. 

სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრის გამო ფლუკონაზოლი ეფექტურია სისტემური ინფექიცებისას, რომელიც გამოწვეულია Candida და Cryptococcus neoformans-ით. გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ეფექტურია ქალასშიდა ინფექციების მკურნალობისას. ამას გარდა ეფექტურია ინფექციების წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია Histoplasma capsulatum, Blastomyces dermatitidis, Coccidioides immitis (მათ შორის ინტრაკრანიალური ინფექიცებისას), აგრეთვე Microsporum, Trichophyton  შტამებით.

ცხოველებზე კვლევებში ფლუკონაზოლი ეფექტური იყო ენდემური ინფექიცების მკურნალობისს, რომლებიც გამოწვეულია Blastomyces dermatitidis, Coccidioides immitis ინტრაკრანიალური ინფექციების ჩათვლით, აგრეთვე Histoplasma capsulatum ნორმალური და კომპრომიტირებული იმუნიტეტის შემთხვევაში. 

Candida krusei რეზისტენტულია ფლუკონაზოლის მიმართ. 40%0ით Candida glabrata წარმოადგენს პირველადად რეზისტენტულს ფლუკონაზოლსი მიმართ. ასპერგილებIთ გამოწვეული დაავადებების ფლუკონაზოლით მკურნალობა არ შეიძლება. 

ფლუკონაზოლს ახასიათებს სპეციფიური ურთიერთქმედება სოკოების ციტოქრომ P450-თან, ამიტომ 50მგ დღიური დოზა არ მოქმედებს მოზრდილი მამაკაცების ტესტოსტერონის კონცეტრაციაზე და რეპროდუქციული ასაკის ქალების სტეროიდების კონცენტრაციაზე. 

ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები
შიგნით მირებისას და ინტრავენურად შეყვანისას ფლუკონაზოლს ახასიათებს მსგავსი ფარმაკოკინეტიკა. შიგნით მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება, ამასტან ერთად ჯანმრთელ მოხალისეებში ბიომისაწვლომლობა შეადგენს ან აჭარბებს 90%-ს კონცენტრაციისა, რომელიც არინიშნება ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

1-2 საათის შემდეგ შიგნით მიღებიდან აღწევს სისხლში მაქსიმალურ დონეს, ნახევაერგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს, რომელიც თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ხანგრძლივდება. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე. 90%-იანი თანაბარი გაჯერების მდგომარეობა დგება 4-5 ერთჯერადი დოზის მიღების სემდეგ. ჩვეულებრივი დოზის გაორმაგების შემთხვევაში, სისხლში 90%-იანი თანაბარი გაჯერების მდგომარეობა დგება მეორე დღეს.

ფლუკონაზოლის 11-12% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ფლუკონაზოლი ადვილად აღწევს ბიოლოგიურ სითხეებში. სოკოვანი მენინგიტისას თავზურგტივნის სითხეში კონცენტრაცია სეადგენს 80%-ს სისხლში კონცენტრაციისა. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ჯანმრთელი მოხალისეების სისხლში და ნერწყვში ერთნაირია. კანის ყველა ფენაში კონცენტრაცია აჭარბებს კონცენტრაციას სისხლში. 50გ დოზის ყოელდრიური მიღებისას ფლუკონაზოლის დონე რქოვანა შრეში 12 დღის შემდეგ სეადგენს 73მკგ/კგ-ს, 7 დღის შემდეგ მკურნალობის დასრულებიდან 5,8მკგ/გ-ს. ორკვირიანი კურსის შემდეგ, რომელიც შედგება 150მგ პრეპარატის ყოველდღიური მიღებიდან, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია რქოვანა სრეში შეადგენს 1,8მკგ/გ-ს. ფლუკონაზოლის არსებობა ფრჩხილებში შეიძლება აღმოჩნდეს თერაპიის დამთავრებიდან 6 თვის შემდეგაც.

ფლუკონაზოლი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ამასთან შარდში არინიშნება პრეპარატის 80% უცვლელის ახით და 11% მეტაბოლიტების სახით. 

ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო პრეპარატის ერთჯერადი მიღება უზრუნველყოფს ვაგინალური კანდიდოზის სანაციას, ზოგიერთი სხვა სოკოვანი დაზიანებებისას კი საკმარისია ფლუკონაზოლის კვირაში ერთხელ მიღება.

პრეკლინიკური უსაფრთხოების კვლევის მონაცემები
ტოქსიკურობა
თავებზე და ვირთაგვებზე ჩატარებულმა ცდემბა აჩვენა ფლუკონაზოლის დაბალი მწვავე ტოქსიკურობა. სუბქრონიკულ და ქრონიკულ ტოქსიკურობაზე ცდებში, რომელიც ჩატარდა 3 სახეობის ცხოველებში (თაგვები, ვირაგვები და ძაღლები) პერორალური დოზების გამოყენებისას 5-30მგ/კგ, ინტრავენურების -2,5-10მგ/კგ, ღვიძლის აღმოჩნდა ერთად ერთი ორგნო, რომელიც ჰისტოპათოლოგიური ცვლილებების მიხედვით, ექვემდებარება ტოქსიურ მოქმედებას. ეს მოვლენა დაკავშირებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან ციტოქრომ P450ის იზოენზიმებზე, რომელიც დაკავშირებულია სოკოების ერგოსტეროლის სინთეზთან. ციტოქრომთან ეს ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს ძუძუმწოვრების ორგანიზმშიც, მაგრამ გამოხატულია ნაკლები ხარისხით. 

კანცეროგენობა
პერორალური დოზების კანცეროგენობის გამოკვლევისას, რომელიც უდრიდა 2,5მგ-ს, 5მგ-ს და 10 მგს 1 კგ წონაზე, ცვლილებები, რომლებიც მიუთითებდა ფლუკონაზოლის კანცეროგენულ თვისებებზე თაგვებში და ვირთხებში აღმოჩენილი არ იქნა, მამალ ვირთხებში, რომლებიც ირებდნენ 5მგ/კგ და 10მგ/კგ დოზას გაიზარდა ღვიძლის უჯრედოვანი ადენომების სიხშირე. 

მუტაგენობა
ფლუკონაზოლის გენოტოქსიური თვისებები გამოვლენილი არ არის არც ერთ ჩატარებულ ტესტში მუტაგენობაზე (ამეს-ტესტი, ტესტი თაგვის ლიმფოციტებზე, ტესტი მიკრონუკლეარულ ლიმფოციტებზე მღრღნელების ძვლის ტვინში, ადამიანის ლიმფოციტების მუტაგენპბა).

ფერტილობის დაქვეითება
ვირთხების და კურდღლების რეპროდუქციულობის ცდებზე პერორალური დოზებით 5მგ 10მგ ად 20მგ/კგ, პრეპარატის ტოქსიური თვისებები არ გამოვლინდა. ფლუკონაზოლი გავლენას არ ახდენდა მამლების და დედლების ფერტილობაზე, ორსულობის ხანგრძლივობაზე, მშობიარობის მიმდინაერობაზე, ნაყოფის წონაზე, გადარჩენის პროცენტზე და განვითარებაზე. 

ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
კაფსულები:
კაფსულების შემცველობა:
სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი (PVP K30), სიმინდის სახამებელი, უწყლო ლაქტოზა (მიკოსისტის 50მგ კაფსულაში: 49,5მგ, 100მგ კაფსულაში: 99,0მგ, 150მგ კაფსულაში: 148,5მგ).
ჟელატინის მყარი კაფსულები:
ქვედა ნაწილი: ტიტანის დიოქსიდი ფერ. ი 77891, E171 ჟელატინი
ზედა ნაწილი: ინდიგოკარმინი ფერ. ი 73015, E132, ტიტანის დიოქსიდი ი 77891, E171 ჟელატინი

საინფუზიო ხსნარი:
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი

შეუთავსებლობა
ფლუკონაზილის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის შეთავსებადია შემდეგ ხსნარებთან:

inf. glukosi 20%
inf. salina
inf.glucosi cum kalio (1000მლ საინექციო წყალი, 3,8გ ქლორიანი კალიუმი, 33,75გ უწყლო გლუკოზა, 5გ 0,1ნ მარილმჟავა);
inf, natrii hydrogencarbonici  (1000მლ საინექციო წყალი, 13გ ნატრიუმის ბიკარბონატი);
infusamin
inf.natrii chloratii  (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი)

ფლუკონაზოლის შეყვანა შეიძლება იგივე ვენაში, სადაც შეყავთ რომელიმე ზემოაღნიშნული ხსნარი. 
იმ ფაქტის მიუხედავად, რომ გამოხატული შეUთავსებლობა არ აღნიშნა, რეკომენდებული არ არის ფლუკონაზოლის შერევა სხვა ხსნარებთან.

ვარგისობის ვადა
კაფსულები: 5 წელი

საინფუზიო ხსნარი: 2 წელი
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
კაფსულები და საინფუზიო ხსნარი:
ინახება +15-30° ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებითვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა
კაფსულები 50მგ: 7 კაფსულა ბლისტერში პვქ/ალუმინის ფოლგით. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
კაფსულები 100მგ: 7 კაფსულა ბლისტერში პვქ/ალუმინის ფოლგით. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
კაფსულები 150მგ: 1 კაფსულა ბლისტერში პვქ/ალუმინის ფოლგით. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
საინფუზიო ხსნარი: 100 მლ ხსნარი ასინფუზიო ფლაკონში. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები გამოშვებისა და გამოყენებისთვის
კაფსულები:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
საინფუზიო ხსნარი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
განკუთვნილია სტაციონარში გამოყენებისთვის.
გამოუყენებელი პრეპარატი და ნარჩენები უდნა განადგურდეს ადგილობირვი წესების მიხედვით.