Nuk
ნევრალონი / Nevralon


შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 100 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 100 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, ბენზილის სპირტი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი (III), ნატრიუმის ჰექსამეტაფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: ნევრალონი – B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებული პრეპარატი. B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები დადებით გავლენას ახდენენ ნერვებისა და მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, მაღალი დოზებით გააჩნიათ ანალგეზიური მოქმედება, ხელს უწყობენ სისხლის ნაკადის გაძლიერებას და ახდენენ ნერვული სისტემის მუშაობისა და სისხლის წარმოქმნის პროცესის ნორმალიზებას.
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) – წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტიურ ნივთიერებას. ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, აგრეთვე სინაპსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში. იცავს უჯრედების მემბრანებს პეროქსიდული ჟანგვის პროდუქტების ტოქსიური ზემოქმედებისაგან.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) ფოსფორილირებული ფორმით შედის ენზიმების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებისა და ტრანსამინირების პროცესებში, ლიპიდურ ცვლაში. 
აუცილებელია პერიფერული ნერვული სისტემისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ერთმანეთის მოქმედებების პოტენცირება, რაც ვლინება ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე დადებით გავლენაში. B1 და B6 ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში დეფიციტის ფართოდ გავრცელებული მდგომარეობები სწრაფად კუპირდება ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ. 
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია უჯრედოვანი მეტაბოლიზმის პროცესებისათვის. გავლენას ახდენს სისხლის წარმოქმნის ფუნქციაზე (გარეგანი ანტიანემიური ფაქტორი), მონაწილეობს ქოლინის, მეთიონინის, კრეატინინის, ნუკლეინის მჟავების წარმოქმნაში. ციანოკობალამინი მონაწილეობს მიელინური გარსის სინთეზში, ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს, რაც დაკავშირებულია პერიფერული ნერვული სისტემის დაზიანებასთან, ასტიმულირებს ნუკლეინურ ცვლას ფოლიუმის მჟავას აქტივაციის გზით.
ლიდოკაინი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რაც იწვევს ყველა სახის ადგილობრივ ანესთეზიას: ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი.

ფარმაკოკინეტიკა
პარენტერალური შეყვანის შემდეგ თიამინის ჰიდროქლორიდი სწრაფად აბსორბირდება ინექციის ადგილიდან და ვრცელდება მთელს ორგანიზმში. სისხლში კონცენტრაცია შედარებით დაბალია, ამასთან პლაზმაში ცირკულირებს უპირატესად თავისუფალი თიამინი, ერითროციტებსა და ლეიკოციტებში – მისი ფოსფორული ეთერები.
ფოსფორილირება მიმდინარეობს ღვიძლში. უფრო მეტად აქტიურ ფოსფორულ ეთერს წარმოადგენს თიამინდიფოსფატი, რომელსაც გააჩნია კოფერმენტული აქტივობა. B1 ვიტამინის დაახლოებით 1 მგ მეტაბოლიზდება ყოველდღიურად. მეტაბოლიტები გამოიდევნება შარდით. ნახევარდაშლის ბიოლოგიური პერიოდი - 0,35 სთ. თიამინის ჰიდროქლორიდის დაგროვება ორგანიზმში არ ხდება ცხიმებში სუსტი ხსნადობის წყალობით. აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებში და გადადის დედის რძეში.
B6 ვიტამინი ფოსფორილირდება და იჟანგება პირიდოქსალ-5-ფოსფატამდე. სისხლის პლაზმაში პირიდოქსალ-5-ფოსფატი და პირიდოქსალი უკავშირდება ალბუმინს. უჯრედის მემბრანაში შესაღწევად ალბუმინთან დაკავშირებული პირიდოქსალ-5-ფოსფატი ჰიდროლიზდება ტუტოვანი ფოსფატაზას საშუალებით პირიდოქსალამდე. ვიტამინის დაახლოებით 80% პლაზმაში ცილებს უკავშირდება. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ნაწილდება მთელ ორგანიზმში, აღწევს პლაცენტასა და დედის რძეში. ორგანიზმში B6 ვიტამინის შემცველობა შეადგენს 40-150 მგ-ს, მისი ყოველდღიური ელიმინაციის სიჩქარე კი - დაახლოებით 1.7 – 3.6 მგ, 2.2 – 2.4% შევსების სიჩქარის პირობებში. დეპონირდება ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინის მჟავამდე, რომელიც გამოიყოფა შარდით აბსორბციიდან მაქსიმუმ 2-5 საათის შემდეგ.
ვიტამინი B12 პარენტერალური შეყვანის შემდეგ წარმოქმნის სატრანსპორტო ცილოვან კომპლექსებს, რომლებიც სწრაფად აბსორბირდება ღვიძლის, ძვლის ტვინისა და სხვა ორგანოების მიერ. B12 ვიტამინი გადადის ნაღველში და მონაწილეობს ნაწლავურ-ღვიძლისმიერ ცირკულაციაში, გადის პლაცენტურ ბარიერს.

ჩვენებები
პათოგენეტიკური და სიმპტომური საშუალების სახით ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:
- პოლინეიროპათია (მათ შორის, დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.);
- ნევრიტი და პოლინევრიტი, მათ შორის რეტრობულბარული ნევრიტი;
- პერიფერიული დამბლა, მათ შორის სახის ნერვის;
- ნევრალგია, მათ შორის სამწვერა ნერვისა და ნეკნთაშუა ნერვების;
- ტკივილის სინდრომი (მიალგია, შემომსარტყვლელი ჰერპესი);
- B1 და B6, აგრეთვე B12 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით განპირობებული სისტემური ნევროლოგიური დაავადებები.
გამოყენება პედიატრიაში: არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ. პრეპარატის შემადგენლობაში ბენზილის სპირტის არსებობის გამო მისი დანიშვნა არ შეიძლება ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია კუნთებში ღრმა ინექციისთვის.
მძიმე შემთხვევებში და მწვავე ტკივილის დროს – 2 მლ ერთხელ დღეში; გამწვავების კუპირების შემდეგ, აგრეთვე დაავადების მსუბუქი ფორმების დროს – 2 მლ კვირაში 2-3-ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება დაავადების სიმძიმის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში – ოფლიანობა, გამონაყარი, კანისმიერი რეაქციები (ჭინჭრის ციება). იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (კანზე გამონაყარი, სუნთქვის დარღვევა, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება).

უკუჩვენება
- მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ნევრალონის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ არსებობს გაფრთხილებები ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების ან სხვა პოტენციურად საშიში დანადგარების მართვასთან დაკავშირებით.

ჭარბი დოზირება
ვლინდება პრეპარატის გვერდითი მოვლენების გაძლიერებით. მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თიამინის ჰიდროქლორიდი სრულად იშლება სულფიტების შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები ინაქტივირდება B1 ვიტამინის დაშლის პროდუქტების არსებობისას. B6 ვიტამინი ამცირებს ლევოდოფას თერაპიულ ეფექტურობას. შესაძლებელია აღინიშნოს პრეპარატის ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, D-პენიცილამინთან, ადრენალინთან, ნორადრენალინთან, სულფონამიდებთან. შეუთავსებადია მჟანგავ ნივთიერებებთან, აგრეთვე ფენობარბიტალთან, რიბოფლავინთან, ბენზილპენიცილინთან, გლუკოზასთან, მეტაბისულფიტთან, მძიმე ლითონების მარილებთან. სპილენძი აჩქარებს თიამინის დაშლას, ამასთან, თიამინი კარგავს თავის ეფექტს, როდესაც PH 3-ზე მეტია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25oC-ზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).

სად შევიძინოთ?