Nuk
ნომიცინი / Nomicin


შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება-ნიმესულიდი 100 მგ

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

ჩვენება :
მწვავე ტკივილი,მტკივნეული ოსტეორთრიტის სიმპტომური მკურნალობა,მენსტრუალური ტკივილი

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ;კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული ან წარსულში კუჭ-ნაწლავის წყლულის რეციდივი ან სისხლდენა;ღვიძლის დაავადებები ან ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;გულის უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;გაციება ან გრიპი;ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;12 წლამდე ასაკი

მიღების წესი:
ნომიცინი მიიღება ექიმის დანიშნულებით.ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 100 მგ თითო პაკეთში(შემადგენლობა იხსნება ჭიქა წყალში)ორჯერ დღე-ღამეში, საკვების მიღების შემდეგ.ნომიცინის ერთჯერადი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.

დოზირება :
მოზრდილი პაციენტები - 1 პაკეტი(100 მგ ნიმესულიდი)2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ხანდაზმული პაციენტები - სადღეღამისო დოზის კორეგირების აუცილებლობა არ არსებობს.  მოზრდილები 12 - დან 18 წლამდე - ნიმესულიდის დოზის კორეგირების აუცილებლობა არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები :
აასს-ის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:გულისრევა,ღებინება,ფაღარათი ან შეკრულობა და ა.შ.

გამოშვების ფორმა:
N30 პაკეტი (100 მგ გრანულები).

გაცემის წესი :
ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი II ,გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სად შევიძინოთ?