Nuk
ტაილოლფენ ჰოთი / TYLOLFEN HOT


პაკეტი ერთჯერადი გამოყენების ფხვნილით

პარაცეტამოლი (მიკრონიზებული) ------------------------500 მგ

ქლორფენირამინის მალეატი -------------------------------- 4 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ---------------------------10 მგ

თითოეული პაკეტი აგრეთვე შეიცავს შემდეგ  დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ბენზოატი,  საღებავი  _ ყვითელი ქინოლინი, შაქარი რაფინადი, შაქრის ფხვნილი, ფხვნილი ლიმონის არომატით.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ტაილოლფენ ჰოთს გააჩნია ანალგეზიური, სიცხის დამწევი, ანტიჰისტამური, შეგუბების საწინააღმდეგო თვისებები პარაცეტამოლის, ქლორფენირამინის მალეატის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველობის გამო.

პარაცეტამოლი კლინიკურად დადასტურებული ტკივილგამაყუჩებელი და  სიცხის დამწევი საშუალებაა. იგი იწვევს ანალგეზიას ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის გაზრდით და სიცხის დაწევას ჰიპოთალამუსში  თერმორეგულაციის ცენტრზე მოქმედებით.

ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1_რეცეპტორის ბლოკატორს და შესაბამისად, ამსუბუქებს შემდეგ სიმპტომებს: რინორეა, ცხვირის შეგუბება, სიწითლე და/ან  თვალების მომატებული მგრძნობელობა.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს პოსტსინაფსური α_ რეცეპტორის ბლოკატორს კარდიოსელექციური ბეტა-რეცეპტორის მცირე მსგავსებით და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მინიმალური მოქმედებით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი სისხლძარღვებზე შემავიწროვებელ მოქმედებას ახდენს მგრძნობელობის ნერვების დაბოლოებებიდან ნორადრენალინის გამოყოფით და სისხლძარღვებში α _ ადრენორეცეპტორების პირდაპირი სტიმულაციით. წარმოადგენს აღიარებულ შეგუბების  შემამსუბუქებელ საშუალებას და სისხლძარღვების შევიწროვების საშუალებით ამცირებს ცხვირის შეშუპებას.

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები: 

ორალურად მიღების შემდეგ პარაცეტამოლი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში  10-დან 60 წუთში ვლინდება. პარაცეტამოლი სწრაფად და რეგულარულად მიეწოდება სხეულის უმეტეს ქსოვილებს. პლაზმაში ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 1,25-დან 3 საათს. პრეპარატი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში მიკროსომალური ფერმენტების მეშვეობით. პარაცეტამოლის მიღებული დოზის დაახლოებით 85% შარდით გამოიყოფა როგორც თავისუფალი და კონიუგირებული პარაცეტამოლი 24  საათის განმავლობაში.

ქლორფენირამინის მალეატი ნელა და მთლიანად აბსორბირდება  კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში პრეპარატის მიღებიდან 2,5-დან 6 საათში ვლინდება. ბიოშეღწევადობა 25-დან 50%-ია. აბსორბირებული მედიკამენტის ძირითადი ნაწილი (70%) პლაზმის პროტეინს უკავშირდება. ქლორფენირამინის მალეატი მიეწოდება ქსოვილების უმეტესობას,  ცენტრალური ნერვული სისტემის ჩათვლით. ნახევრადდაშლის პერიოდი 2-დან 43 საათამდე მერყეობს და მისი მოქმედების ხანგრძლივობა 4-დან 6 საათამდე გრძელდება. პრეპარატის უმეტესი ნაწილი მეტაბოლიზირდება. მედიკამენტის  უცვლელი ნაწილი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად, მცირე ნაწილი კი განავალთან  ერთად.

ფენილეფრინის აბსორბაცია ხდება კუჭნაწლავის ტრაქტში, მაგრამ ორალურად მიღებისას ღვიძლში  პირველადი მეტაბოლიზმის ინტესივობის გამო ბიოშეღწევადობა დაბალია. ორალურად მიღებისას იგი ინარჩუნებს ცხვირში შეგუბების მომხსნელ მოქმედებას. ცხვირში შეგუბების მოსახსნელად ფენილეფრინის ორალურად მიღებისას პრეპარატი 4-6 საათის ინტერვალში მიიღება. ფენილეფრინიც და მისი მეტაბოლიტებიც შარდთან ერთად გამოიყოფა.

 

ჩვენება:

ტაილოლფენ  ჰოთი  გამოიყენება გაციებასთან და გრიპთან დაკავშირებული სიმბტომების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენება:

ტაილოლფენ ჰოთის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის,  რომლებსაც აღენიშნებათ მაღალი მგრძნობელობა მისი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ტაილოლფენ ჰოთის წინ პაციენტებს უნდა  ეცნობოთ, იმის შესახებ, რომ  არ  შეიძლება პრეპარატის მიღება მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად და რომ მათი მირება უნდა  შეწყვიტონ ტაილოლფენ ჰოთის მიღებამდე 2 კვირით ადრე.

 

უსაფრთხოების ზომები:

პაციენტებმა, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის, თირკმლის, გულის და ფილტვის დაავადებები და ანემია, პრეპარატი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიიღონ.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, თუ C კატეგორიის უკმარისობა აქვთ ჩაილდ-ფუგის კლასიფიკაციის მიხედვით, დღიური დოზა 50% პროცენტით უნდა შემცირდეს.

ტაილოლფენ ჰოთის მიღება არ შეიძლება შებრუნებული ციებისას, რომელიც 3 დღეზე მეტხანს გრძელდება და ტემპერატურა 39,50ჩ მაღალია, თუ ამას ექიმი არ გირჩევთ. პრეპარატს არ აქვს წნევის ამწევი მოქმედება, რომელიც შეინიშნება ფენილეფრინის გამოყენებისას ნორმოტენზიული პირების მიერ. მაგრამ პაციენტებმა, რომელთაც ჰიპერტენზია აწუხებთ, აღნიშნული პრეპარატი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღონ.

პრეპარატებმა, რომლებიც ააქტიურებენ ღვიძლის მიკროსომალურ ფერმენტებს, როგორიც არის, ალკოჰოლი, ბარბიტურატები, შესაძლოა, გაზარდონ პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიურობა, განსაკუთრებით ჭარბი  დოზის მიღების შემდეგ.

პაციენტებისთვის, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ, პარაცეტამოლის მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, რადგან არსებობს ჰეპატოტოქსიურობის საშიშროება.

ტაილოლფენ ჰოთის მიღება არ არის რეკომენდებული გულის მძიმე დაავადებების, შაქრიანი  დიაბეტის, ბრონქული ასთმის, გლაუკომის, ჰიპერთირეოიდიზმის და ჰიპერტონიის მქონე პაციენტებისთვის.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰიპერტონიის და/ან დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ექიმს უნდა მიმართონ შესაბამისი რჩევის მისაღებად.

ფენილეფრინის ერთდროულად მიღებამდე მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ინდომეციტინთან, მეთილდოფასთან, α_ და b_ადრენერგულ ბლოკატორებთან შეიძლება, გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი.

 

გამოყენება ორსული და მეძუძური ქალების მიერ:

პარაცეტამოლი და ქლორფენირამინი _ B კატეგორია. ცხოველებზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს ფეტოტოქსიკური გავლენა არ აქვს; ორსულ ქალებზე პრეპარატის მოქმედებაზე საფუძვლიანად კონტროლირებადი კვლევები არ არის ჩატარებული. პარაცეტამოლი დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით გადადის, მაგრამ მისი მოქმედება ჩვილზე არ არის ცნობილი. ქლორფენირამინი აგრეთვე გადადის დედის რძეში. რადგან ანტიჰისტამინური საშუალებები გადაჭარბებულ აგზნებადობას და შეტევებსაც კი იწვევს, განსაკუთრებით ახალშობილებში  და ნაყოფში, პრეპარატის გამოყენება მეძუძურ ქალებისთვის მიზანშეწონილი არ არის.

ფენილეფრინი _ C კატეგორია. აღნიშნულ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად ჭარბობს ჩვილსა და ნაყოფზე მისი მოქმედების  პოტენციურ რისკს.

პრეპარატის გამოყენება ორსული და მეძუძური ქალების მიერ მიზანშეწონილია თუ ეს უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული.

 

გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის დროს:

ტაილოლფენ ჰოთით მკურნალობისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, შესაბამისად მანქანის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას სიფრთხილეა საჭირო. ტაილოლფენ ჰოთის ალკოჰოლთან  ერთად მიღება არ  არის მიზანშეწონილი, რადგან შესაძლებელია, ამან კიდევ უფრო მოადუნოს ადამიანის ყურადღება.

 

გვერდითი მოვლენები:

ზოგადად პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა.

პარაცეტამოლის თერაპიული  დოზები  ტოქსიურ ზემოქმედებას არ იწვევს. მან იშვიათად, შეიძლება  გამოიწვიოს ისეთი მგრძნობელობითი რეაქციები, როგორიც არის ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე და ქავილი; მისი ხანგრძლივი დროის  განმავლობაში და დიდი დოზით გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და პანციტოპენია. ძალიან იშვიათია ნეიტროპენიის, თრომბოციტური პურპურის და აგრანულოციტოზის შემთხვევები.

ქლორფენირამინის მალეატმა, შეიძლება, გამოიწვიოს სედაციური მოქმედება, ბუნდოვანი მხედველობა, შარდის შეკავება, პირის ღრუს სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის დაკარგვა, პირღებინება, დიარეა, გახშირებული  გულისცემა, არითმია, ჰიპოტონია, ჰეპატიტი, ჰემოლიზური ანემია და ანტიმუსკარინული რეაქცია.

ფენილეფრინის უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოვლინდეს ტაქიკარდიის, კარდიალური არითმიის, ტაქიკარდიის, ჰიპერტონიის, პირღებინების, თავის ტკივილის, კანის ალერგიული რეაქციების, ძილის დარღვევების, ჰალუცინაციების და დროდადრო მამაკაცებში შარდის შეკავების სახით.

 

არასასურველი მოქმედების შემთხვევაში რჩევისთვის ექიმს მიმართეთ.

 

ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან:

თერაპიულ დოზებთან ურთიერთმოქმედება არ ვლინდება. ხანგრძლივი თერაპია მაღალი დოზებით აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. პარაცეტამოლის გაზრდილი დოზებით და ხანგრძლივი დროის მიღების შემთხვევაში, შეიძლება, ურთიერთმოქმედება კუმარინთან, ინდადიონის წარმოებულებთან  და ფენოთიაზინთან. ურთიერთქმედება შესაძლებელია ანტიფსიქოზურ ფენოთიაზინებთან.

პაციენტებისთვის, რომლებიც კარბამაზეპინის, ფენობარბიტალის, ფენიტოინის, პირიმიდონის მსგავს ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს იღებენ, პარაცეტამოლის შემცირებული დოზის მიღება მიზანშეწონილია.

ქლორფენირამინმა, შესაძლოა, დათრგუნოს ფენიტოინის მეტაბოლიზმი ღვიძლში და შესაბამისად გაზარდოს პლაზმაში კონცენტრაცია. ქლორფენირამინი იწვევს გაძლიერებულ დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალური ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, ძილის მომგვრელ საშუალებებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, აგზნების საწინააღმდეგო საშუალებებთან და ფსიქოზური მდგომარეობის სამკურნალო პრეპარატებთან.

შესაძლებელია, სისხლის წნევის მომატება ფენილეფრინის შეგუბების მომხსნელ, სამციკლიან ანტიდეპრესანტებთან, მადის საწინააღმდეგო, ამფეტამინის მსგავს ფსიქოსტიმულანტებთან და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში. მეთილდოფამ, α- და  ადრენერგულმა ბლოკატორებმა, განეთიდინმა, შესაძლოა, დაკარგონ ეფექტურობა ფსევდოეფედრინის ჰიდროქლორიდთან ერთად მირების შემთხვევაში.

 

დოზირება და მიღების წესი:

ტაილოლფენ ჰოთი მიიღება პერორალურად ქვემოთ მოცემული მითითებების მიხედვით;

თითოეული პაკეტის შიგთავსი გახსენით 160მლ (=სტანდარტული ზომის ჭიქა) ცხელ წყალში და დაუყოვნებლივ დალიეთ. პრეპარატის განმეორებით მიღების შემთხვევაში დროის შუალედმა 6 საათი უნდა შეადგინოს. რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა 4 პაკეტია.

 ჩაყარეთ პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში;

გაავსეთ ჭიქის 2/3 ცხელი წყლით;

მოურიეთ, მთლიანად დალიეთ.

პარაცეტამოლის დღიური დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ, 2 გრამს არ უნდ აღემატებოდეს, ღვიძლზე ტოქსიკური მოქმედების საშიშროების გამო.

 

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ სამედიცინო პუნქტს უნდა მიმართოს.

პარაცეტამოლის გადაჭარბებული დოზის მიღებამ, შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტში ჰეპატოტოქსიურობა გამოიწვიოს. 12-დან 48 საათში ღვიძლის ფერმენტის დონემ, შეიძლება, მოიმატოს. პროთრომბინის დროის ხანგრძლივობამ, შეიძლება ჩვეულებრივს გადააჭარბოს. მაგრამ კლინიკური სიმტომები თავს იჩენს პრეპარატის მიღებიდან 1-დან 6 საათში. ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს 10 გრ პარაცეტამოლის მიღებამ ზრდასრულ ადამიანებში; ბავშვებში 150 მგ/კგ-ზე ნაკლები დოზით პარაცეტამოლის მიღება ტოქსიკურ ზემოქმედებასთან კავშირში არ არის. ღვიძლზე ტოქსიური ზემოქმედების ადრეული სიმპტომებია გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ჭარბი ოფლიანობა და დაღლილობის შეგრძნება. რეკომენდებულია აცეტილცისტეინის დაუყოვნებლივ მიღება ჭარბი დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციის დადგენამდე. მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა და იპეკაკუანას სიროფით გულისრევის გამოწვევა. დაკვირვება შეიძლება მოხდეს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციის დადგენით ჭარბი დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 საათის შემდეგ, აგრეთვე, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ჩატარებით 24 საათიანი ინტერვალებით ჭარბი დოზის მიღების შემდეგ სულ ცოტა 96  საათის განმავლობაში, თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია ღვიძლზე ტოქსიური მოქმედების შესაძლებლობაზე მიუთითებს.

ბავშვებში პარაცეტამოლის მეტაბოლიზმის მრავალფეროვნების გამო, შედარებიტ იშვიათია მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევები. თუ პრეპარატის მიღებული დოზა აჭარბებს 150 მგ/კგ-ს, უნდა განისაზღვროს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია, მაგრამ არა მიღების შემდეგ 4 საათის განმავლობაში. მიზანშეწონილია იპეკაკუანას სიროფით პირღებინების გამოწვევა.

თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია აღემატება  მითითებულ `ჭარბი დოზის ნომოგრამას~, საჭიროა, აცეტილცისტეინის მიღება. თუ პარაცეტამოლის პლაზმაში კონცენტრაციის დადგენა შეუძლებელია და მიღებული პრეპარატის დოზა 150მგ/კგ-ს აჭარბებს, აგრეთვე მიზანშეწონილია, აცეტილცისტეინის მიღება.

ქლორფენირამინის ტოქსიურობა ვლინდება მიღებიდან რამდენიმე საათში; მკურნალობა ხდება ისევე, როგორც ანტიჰისტამინური/ანტიქოლიგერგიული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში.

ძლიერ გადაჭარბებული დოზის მიღება ვლინდება ჰემოდინამიკური ცვლილებებით და კოლაფსით, რომელსაც თან ახლავს გაძნელებული სუნთქვა. რეკომენდრებულია კუჭის ამორეცხვა, სიმტომური მკურნალობა და სხვა დამხმარე ზომები. ჰიპერტენზიული ეფექტების მკურნალობა შესაძლებელია ი.ვ.α რეცეპტორის ბლოკატორით.

 

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი

გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ.

 

გამოშვების ფორმა:

ტაილოლფენ ჰოთის პაკეტი შეფუთვაში, 12 პაკეტი

სად შევიძინოთ?