Nuk
რა უნდა იცოდეს ალერგიულმა ადამიანმა ახალი კორონავირუსის ვაქცინის შესახებ

თარიღი: 17 დეკემბერი, 2020

ზოგადად ვაქცინებზე ძლიერი ალერგიული რეაქციის, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის განვითარება იშვიათია, მაჩვენებლები ვარირებს დაახლოებით 0.3-დან 2.1-მდე ერთი მილიონი ვაქცინის დოზაზე.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროს ალერგიის განვითარების მიზეზი თავად ვაქცინის გარდა შესაძლებელია მასში შემავალი ექსიპიენტები გახდეს, როგორიცაა ჟელატინი, კვერცხი, ანტიმიკრობული საშუალებები საფუარი, ლატექსი და .

მას შემდეგ რაც ახალ Pfizer / BioNtech  COVID 19   ვაქცინაზე დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები, სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს რეკომენდაციები ალერგიული პირებისთვის.

მომავალში შესაძლოა ეს რეკომენდაციები შეიცვალოს მას შემდეგ რაც დაგროვდება მეტი ინფორმაცია ალერგიასთან მიმართებაში.

რამდენად დასაშვებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება ზოგადად ალერგიული პირებისთვის?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დასაშვებია ჩაუტარდეთ საკვებზე, საინჰალაციო ალერგენებზე (ოთახის და მცენარეული მტვერი, ნესტის სოკო), ცხოველებსა და მწერის ნაკბენებზე ალერგიულ პირებს. ვაქცინაციის შემდეგ 15 წთ-აინი დაკვირვების პერიოდის გათვალისწინებით.

თუმცა გარკვეული სიფრთხილე, რისკი შეფასება, ვაქცინაციის შესაძლო გადავადება და აცრის შემთხვევაში ვაქცინაციიდან 30 წთ-იანი დაკვირვების პერიოდი რეკომენდებულია იმ პაცინეტებისთვის ვისაც წარსულში სხვა ვაქცინაზე ან ინექციურ თერაპიაზე ჰქონდათ ძლიერი ალერგიული რეაქცია (მაგ. ანაფილაქსიური შოკი), ხოლო ვაქცინის ჩატარება უკუნაჩვენებია თავად ახალ კორონავირუსის ვაქცინაზე ანაფილაქსიური შოკის მქონე ადამიანებისთვის.

შესაძლებელია თუ არა ახალი ვაქცინის შემადგენელ რომელიმე ინგრედიენტზე განვითარდეს ალერგიული რეაქცია?

საყურადღებოა, რომ Pfizer BioNTech ვაქცინა შეიცავს პოლიეთილენ გლიკოლს როგორც დამატებით ინგრედიენტს. ეს ნივთიერება ძალიან ფართოდ გამოიყენება მრავალ სამკურნალო საშუალებაში, როგორიცაა ლაქსატივები, კოსმეტიკური საშუალებები, კბილის პასტები კანის კრემები. უკიდურესად იშვიათად ფიქსირდება ალერგია მათ მიმართ. თუმცა ამერიკის ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის კოლეჯის რეკომენდაციის მიხედვით  წარსულში მათზე ძლიერი ალერგიის მქონე პირებს ახალი ვაქცინა არ უნდა ჩაუტარდეთ.

დასაშვებია თუ არა კორონავირუსის ვაქცინაცია კვერცხზე ალერგიული პირებისთვის?

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინისგან განსხვავებით, Pfizer / BioNtech COVID-19 ვაქცინა არ არის კულტივირებული ქათმის ემბრიონზე შესაბამისად არ შეიცავს კვერცხის კომპონენტებს. დასაშვებია კვერცხზე ალერგიული პაციენტებისთვის.

ლატექსზე ალერგიულ პირებს თუ შეუძლიათ ჩაიტარონ ვაქცინაცია?

Pfizer / BioNtech ვაქცინის ფლაკონებს აქვთ ბრომობუტილის საცობი. ეს არის რეზინის სინთეზური ფორმა, რომელიც არ შეიცავს ლატექსს. Pfizer– მა დაადასტურა, რომ ლატექსი საერთოდ არ გამოიყენება ნედლეულში, რომელიც გამოიყენება ვაქცინის წარმოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ლატექზე ალერგიულმა პირებმა აცნობონ ექიმს აცრის წინ, რომ ლატექსის შემცვლელი ხელთათმანების და სხვა სამედიცინო საშუალებების გამოყენება არ მოხდეს აცრის დროს.

დასაშვებია თუ არა ვაქცინაცია წარსულში ანტიბიოტიკზე მსუბუქი ალერგიის მქონე ადამიანებისთვის?

Pfizer- ის ინფორმაციით, COVID-19 ვაქცინის ერთ-ერთი ნედლეულის წარმოების პროცესში გამოყენებული იყო ანტიბიოტიკი კანამიცინი, თუმცა ის საბოლოო პროდუქტში არ იქნა გამოვლენილი. რაც ალერგიული