Nuk
ბუასილი და მისი მკურნალობა

თარიღი: 22 ოქტომბერი, 2018

ბუასილი – “მჯდომარეთა დაავადება“ – მამაკაცებს სამ-ოთხჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს. ამ პათოლოგიის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ირღვევა სისხლის უკუდინება სწორი ნაწლავის კავერნული სხეულებიდან ვენულებში. სწორედ ამის გამო ყალიბდება ჰემოროიდული კვანძები.

ბუასილს ხშირად შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი უკმარისობა, ვენური კედლის ნერვული რეგულაციის დარღვევა, ხშირი ყაბზობა და ამის გამო შექმნილი ვენური შეგუბება, ხანგრძლივი ფეხზე დგომა ან ჯდომა, ალკოჰოლი და ცხარე საკვებიც იწვევს.

კვანძები შინაგანიც არსებობს და გარეგანიც. მეტწილად ავადმყოფს ორივე ტიპის კვანძები აღენიშნებათ. ამას შერეულ ბუასილს უწოდებენ.

ბუასილზე და მის თავისებურებებზე, ჰოსპიტალ “მედიქალსიტი“-ის ექიმი პროქტოლოგი დავით მორჩაძე გვესაუბრება:

ბატონო დავით, რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს ბუასილს?

– თავიდან ადამიანი უკანატანის მიდამოში უსიამოვნო (უცხო სხეულის) შეგრძნებას უჩივის. ეს შეგრძნება განსაკუთრებით ძლიერდება დიეტის დარღვევის, ყაბზობის ან დიარეის (ფაღარათის ) დროს. მომდევნო ეტაპზე იწყება სისხლდენა უკანა ტანიდან, ტკივილი და კვანძების ჩაჭედვა.

ჰემოროიდული სისხლდენა ან დეფეკაციის აქტის დროს, ან უშუალოდ მის შემდეგ ვითარდება. ამ დროს სისხლიანი გამონადენი ფეკალურ მასებს კი არ ერევა, არამედ ზევიდან ედება. სისხლდენა ინტენსიური არ არის, მაგრამ თუ პროცესმა დიდხანს გასტანა, არცთუ იშვიათად ანემიას (სისხლნაკლულობას) იწვევს.

საკუთრივ ბუასილს ტკივილი არ სდევს თან. იგი მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როცა კვანძების ანთებაც ერთვის, ვითარდება კვანძების თრომბოზი, ჩაჭედვა ან სწორი ნაწლავის ნახეთქი.

ბუასილის მომდევნო საფეხურია შიგნითა ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა .

 

განარჩევენ ბუასილის რამდენიმე ხარისხს…

– ნამვილად, I  სტადიის გამოვადნისას ჰემოროიდული კვანძები ლოკალიზებულია ანალური არხის ზღვარზე დაკბილულ ხაზთან. II სტადიაზე ბუასილის კვანძები ჩამოსულია და განლაგებულია ანალურ არხში. III სტადიისას ჩამოსულია ანალურ არხში და გამოსულია ანალური რგოლის გარეთ. IV სტადიის დროს ხდება ჰემოროიდული კვანძების სრული გამოვარდნა და ლოკალიზება ანალური ხვრელის გარეთ.

ბუასილს რემისიის (ჩაცხრობის) და გამწვავების პერიოდების მონაცვლეობა ახასიათებს. რემისიის პერიოდში ავადმყოფებს არაფერი აწუხებთ, მაგრამ საკმარისია დიეტის დარღვევა (ალკოჰოლის, ცხარე საკვების მიღება), ფიზიკური გადაძაბვა და დაავადება მწვავდება.


რამდენად ხშირია ბუასილის ოპერაციული მკურნალობა?

–  ოპერაცია უფრო მეტს სჭირდება, ვიდრე იკეთებს. ექიმთან დაგვიანებით მიმართვა ოპერაციული მკურნალობის სიხშირეს ზრდის. ამიტომ დროული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია, ეფექტური და დამზოგველი მკურნალობისთვის.


ჰოსპიტალი “მედიქალსიტი“ პროქტოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკის რა საშუალებებს თავაზობს პაციენტებს?

– ჩვენთან ტარდება სრული სახის პროქტოლოგიური კვლევები:

– რექტუმის თითით კვლევა;

– რექტორომანოსკოპია;

– ფიბროკოლონოსკოპია;

– ირიგოსკოპია და ირიგოგრაფია;

– რექტუმის ულტრაბგერითი კვლევა (რექტალური ექოსკოპია).

ასევე , ჰოსპიტალ “მეიქალსიტი“-ში უკვე შესაძლებელია პაციენტებმა ჩაიტარონ ბუასილის უსისხლო ოპერაცია..

– დიახ, ბუასისლის II და III სტადიაზე ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ბუასილის უსისხლო ოპერაცია-ჰემოროიდული კვანძების ლიგირება ლატექსის რგოლებით . ეს არის მეთოდი, რომელიც შემდგენაირად სრულდება: ქირურგ-პროქტოლოგი ჰემოროიდულ კვანძს სპეციალური ინსტრუმენტით-ლიგატორით, კვანძზე ადებს ლატექსის რგოლს. ლატექსი თავისი შემადგენლობით წააგავს რეზინას. ეს რგოლი შემოეჭირება ჰემოროიდულ კვანძის ფეხს, არღვევს მის კვებას და კვანძი კვდება. 5-14 დღის შემდეგ ასეთი კვანძი დეფეკაციისას ჩამოცილდება.კვანძისგან გათავისუფლებულ ადგილას ვითარდება შემაერთებელი ქსოვილით დაფარული ბორცვი რაც ყველაზე მთავარია ეს პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა და დაავადებულთა 90% ამ პროცედურის შემდეგ განიკურნება დაავადების ყველა სიმპტომისგან.

და ბოლოს, რა არის აუცილებელი ბუასილის პროფილაქტიკისთვის ….

– არასწორი კვება კუჭის მოქმედების მოშლას იწვევს. შეკრულობას ან პირიქით რამდენჯერმე კუჭში გასვლას. ეს სწორ ნაწლავზე აისახება და ხშირად იწვევს ბუასილის პროვოცირებას. კუჭ-ნაწლავი ალკოჰოლური სასმელებითა და მჟავე ან ცხარე სანებლებლებით არ უნდა გავაღიზიანოთ. ვერიდოთ დიდხანს ჯდომას ან დგომას. ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკისთვის უებარი საშუალებაა