პროსტატიტი ზღუდავს?! - სასარგებლო ინფორმაცია ყველა მამაკაცისათვის!

თარიღი: 15 თებერვალი, 2017

 

პროსტატიტი ზღუდავს?! - სასარგებლო ინფორმაცია ყველა მამაკაცისათვის!

საუბრობს ექიმი ანდროლოგი ნიკა რუსაძე.

პროსტატიტი     წინამდებარე    ჯირკვალის  ანთებაა.  დაავადება   შეიძლება    ინფექციური  გენეზის  იყოს  ან     პროსტატაში  მიმდინარე  შეგუბებითი  პროცესით  იყოს  გამოწვეული. სპეციალისტები  გამოყოფენ   მწვავე  და  ქრონიკულ  პროსტატიტებს.

პროსტატიტი  დაავადებაა,  რომელიც  ემართება  ყოველ  მესამე  მამაკაცს   20-დან   50  წლამდე. ინფექციური  გენეზის  პროსტატიტისათვის  დამახასიათებელია  პათოლოგიური  ბაქტერიების (ქლამიდიები,მიკოპლაზმა,ტრიხომონა) შარდ-სასქესო  სისტემაში  შეჭრა.    ინფექცია  აღმავალი  გზით  ხვდება  პროსტატაში  და იწვევს  ანთებას. პროსტატიტის  ეს  ფორმა  ყველაზე  გავრცელებულია  ურო- ანდროლოგიურ   პრაქტიკაში.

პროსტატიტის  შეგუბებითი   ფორმის  დროს კი  მცირე   მენჯის  ღრუში  ხდება  სისხლისა  და  ლიმფის   მიმოქცევის    დარღვევა. ასეთი  პათოლოგიის  წარმოშობას  ხელს  უწყობს  მოუწესრიგებელი  სქესობრივი     ცხოვრება,   ჰიპოდინამია,  არასწორი  კვება,  მავნე  ჩვევები  და  სხვა.

   პროსტატიტი  ვერაგი  დაავადებაა.  იგი  თავდაპირველად  შეიძლება    არც კი  გამოვლინდეს მწვავედ ,    და    ქრონიკული  მიმდინარეობა მიიღოს.  სიმპტომები   თავს   იჩენს  მოგვიანებით  შორისის  არეში  ტკივილის  სახით,    მტკივნეული    შარდვით  ან  ეაკულაციით.  ყოველივე    ამისაგან  გამომდინარე      მამაკაცები     განიცდიან  დისკომფორტს   სექსუალურ   ცხოვრებაში.

ზოგადად არსებობს ნებისმიერი  დაავადების  პროფილაქტიკის   შესაძლებლობები,  მაგრამ   მამაკაცებს   ხშირად  ავიწყდებათ   ამის  შესახებ.  ექიმები  რეკომენდაციას   იძლევიან  ,  რომ წელიწადში  ერთხელ  მაინც    მიაკითხონ  უროლოგს. 

   თანამედროვე  მედიცინა  პროსტატიტის  მკურნალობის  სხვადასხვა  მეთოდს  გვთავაზობს.   როგორც  წესი  მკურნალობა  კონსერვატიულია  და  ტარდება  ამბულატორიულად. იგი    მიმართული  უნდა  იყოს  ინფექციის   ლიკვიდაციასა  და  წინამდებარე  ჯირკვალის   სისხლმომარაგების  აღდგენისკენ. თითოეული კონკრეტული შემთხვევა უნდა განიხილებოდეს ინდივიდუალური მიდგომით,  გამომდინარე დაავადების ხანგრძლივობიდან და გენეზიდან. ამიტომ უნივერსალური სამკურნალწამლო საშუალება პროსტატის ყველა ვარიანტის სამკურნალოდ არ არსებობს, მთავარია დადგენილ იქნას, თუ პროსტატიტის რა კლინიკურ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე მიესადაგოს მას სათანადო სამკურნალწამლო საშუალება და პროცედურა.პროსტატის მკურნალობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს პრეპარატები - რომელიც გამოირჩევიან მაღალი აქტივობით და მიღების უსაფრთხოებით, გვერდითი მოვლენების სიმცირით . მაგალითის სახით დავასახელებდი  პრეპარატ ვიტაპროსტს, რომელიც გამოიყენება ტაბლეტებისა და სანთლების ფორმით. ეს პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. პრეპარატში ერთიანდება აქტიური პეპტიდების - ცილების კომპლექსი, რომელიც მიღებული  მსხვილფეხა  რქოსანი პირუტყვის პროსტატიდან.  კვლევებით დამტკიცებულია, რომ ცხოველების ორგანიზმში არსებობს ნივთიერებები, რომლებიც არეგულირებენ იმ ორგანოს უჯრედულ ფუნქციებს, საიდანაც ისინი არიან მიღებული.სწორედ ვიტაპროსტის ძირითადი მოქმედი ნივთიერება - სამპროსტის სუბსტანცია, წარმოადგენ ასეთ ბიოლოგიაურად აქტიურ კომპლექსს რომელსაც გააჩნია ორგანოტროპული მოქმედება პროსტატის  ქსოვილის მიმართ. იგი არეგულირებს მიკროცირკულაციას ხსნის ტკივილსა და ანთებით პროცესს, რაც ხელს უწყობს პროსტატის ფუნქციის აღდგენას. გარდა ამისა მაღლა სწევს რკინის სეკრეტორულ აქტივობას და ხსნის სეკრეტორულ შეგუბებას.

პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტებს აღენიშნებათ ტკივილის სინდრომის მოხსნა, ერექციული ფუნქციის აღდგენა და სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

უროლოგები ხშირად აღნიშნავენ  ვიტაპროსტის  უპირატესობას წინამდებარე ჯირკვლის მკურნალობის პროცესში.

ვიტაპროსტი -  მცირე დროის მონაკვეთში მოქმედებს რბილ ქსოვილებზე, ამცირებს შეშუპებას, სხნის ტკივილს და აქრობს ანთებით პროცესს. აქედან გამომდინარე ქრება დისკომფორტი მოშარდვისა  და ეაკულაციის დროს

ვიტაპროსტი -  არა მარტო სპობს დაავადების სიმპტომებს, არამედ კეთილსაიმედოდ მოქმედებს პროსტატიტის მთავარ გამომწვევ ფაქტორზე - წინამდებარე ჯირკვლის შეგუბებით პროცესებზე. ამის პარალელურად უმჯობესდება პროსტატის სისხლმომარაგება, ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება, აღდგება და გაძლიერდება სპერმატოზოიდების აქტივობა.

ვიტაპროსტი  გამოდის რექტალური სუპოზიტორის ფორმით. რაც ამ პრეპარატის კიდევ ერთ და დიდ უპირატესობას წარმოადგენს, ეს დაკავშირებულია მამაკაცის ორგანიზმის ანატომიურ თავისებურებასთან - პროსტატა მდებარეობს სწორი ნაწლავის გასწვრივ. აქედან გამომდინარე წამლის თერაპიული ეფექტი მიიღწევა მაქსიმალურად მცირე დროში. ვიტაპროსტი ეხმარება მამაკაცს არ შეიზღუდოს და იცხოვროს სრულფასოვანი მამაკაცური ცხოვრებით!

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი ეფექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.