Nuk
ქრონიკული ვენური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები

თარიღი: 30 ივნისი, 2020

ქრონიკული ვენების უკმარისობა სისხლძარღვოვანი სინდრომია, რომელიც ღრმა ვენების სარქველოვანი უკმარისობით ხასიათდება. ვარიკოზული გაგანიერება  ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც სისხლძარღვის სანათურის გაფართოვებას და ვენური კედლის გათხელებას იწვევს. დღეისათვის ეს დაავადება 40 წლამდე ასაკის ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეოთხე მამაკაცს აღენიშნება. აღნიშნულ საკითხზე, ქირურგ-ფლებოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ბატონმა ირაკლი პაპასკუამ ისაუბრა და დაავადებასთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები და რეკომენდაციები განიხილა.

ბატონო ირაკლი, ვენური უკმარისობის განვითარების ძირითად მიზეზებსა და სიმპტომებზე რას გვეტყვით?
ვენური უკმარისობის განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი ხშირად პასიური ცხოვრების წესი ხდება. ადამიანები, რომლებსაც ხანგრძლივად უწევთ ჯდომა ან ფეხზე დგომა, აწუხებთ ჭარბი წონა ან თამბაქოს მოიხმარენ, ვენური დაავადების განვითარების უფრო მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. ასევე, ვენური დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს მუცლის ღრუში წნევის მატებაც, რაც სიმძიმის აწევის, ხველის, ცემინების, ქრონიკული შეკრულობის შედეგად ვითარდება. ქალებში ვარიკოზული დაავადების რისკი იზრდება ორსულობისას, ჰორმონალური ცვლილებების დროს, პრე და პოსტმენოპაუზურ პერიოდში და ასევე, არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შემთხვევაში.
რაც შეეხება სიმპტომებს, მათ,  ვისაც ვენური უკმარისობა აწუხებთ, ძირითადად  ფეხების შესიებას, სიმძიმის, წვისა და სიმხურვალის შეგრძნებას უჩივიან. ყველაზე პირველი  სიმძიმის შეგრძნება ჩნდება, შემდეგ კი თავს შეშუპება და ტკივილი იჩენს. პროგრესირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ტროფიკული დარღვევები, ტროფიკული წყლული, ეგზემა და თრომბოფლებიტი.

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?
ვარიკოზულ დაავადებასთან ბრძოლის შედეგიანობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაზე იწყებს პაციენტი მკურნალობას. რაც უფრო ადრე მიმართავთ ფლებოლოგს (ქირურგი, რომელიც მკურნალობს ვარიკოზულ დაავადებებს), მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა.


რსებობს ვარიკოზული დაავადების მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი:
- სკლეროთერაპია
- ქირურგიული ჩარევა
- კონსერვატიული თერაპია – მედიკამენტოზური თერაპია და ელასტიური ტრიკოტაჟი

თუ პაციენტს ვიზუალურად აღენიშნება ზედაპირული ვენები და კაპილარული ქსელი, რაც მას დისკომფორტს უქმნის, ვთავაზობთ სკლეროთერაპიას. არსებობს დაავადების მკურნალობის კლასიკური და მცირე ინვაზიური მეთოდები. ინვაზიური მეთოდი აბსოლუტურად უმტკივნეულოა და ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. ხორციელდება დაზიანებული ვენის კათეტერიზაცია, საიდანაც სანათურში შედის სტენტი. პროცედურა არ ტოვებს ნაწიბურებს და კანი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების წესს.

კონსერვატიული თერაპიიდან აღსანიშნავია მედიკამენტოზური თერაპია, რომელიც ვენური უკმარისობის ნებისმიერ სტადიაზე რეკომენდებულია. ვენოაქტიური მედიკამენტი, რომელსაც პაციენტის მდომარეობის გასაუმჯობესებლად ვნიშნავთ ან რომელსაც პაციენტი თავად, საკუთარი არჩევანით ყიდულობეს, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, რომელთაგანაც გარდა სანდო, ცნობილი მწარმოებლისა და ევროპული სტადარტებისა, ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია შემადგენელი კომპონენტები. სასურველია, ვენოაქტიური მედიკამენტი შეიცავდეს რამდენიმე კომპონენტს და ქონდეს მრავალმხივი მოქმედება; დადებით გავლენას ახდენდეს როგორც საქრველოვანი აპარატის ფუნციობაზე, ისე ვენური ტონუსის და სისხლძარღვის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ჩემთან მოსულ პაციენტებს, ხშირად სჭირდებათ კომპლექსური მიდგომა, რადგან ისისნი უჩივიან არა მხოლოდ სიმპტომებს, არამედ მათ უკვე აქვთ ჩამოყალიბებული ვენური უკმარისობა – ვარიკოზული დაავადება. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა პრეპარატი, რომელიც მოახდენდა სიმპტომების სწრაფ კუპირებას და თან ექნებოდა სამკურნალო მოქმედება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემს პრაქტიკაში არჩევანი შევაჩერე კომპლექსური მოქმედების, ევროპაში აღიარებულ, კომბინირებულ ბრენდზე – „ვარიქსინალზე“. მასში შემავალი ექსვი მნიშვნელოვანი კომპონენტის კომპლექსური მოქმედება უზრუნველყოფს სიმპტომურ და სამკურნალო ეფექტს. მკურნალობის მხრივ მრავალმხრივია მისი ზეგავლენა ვენურ სისტემაზე, რაც ვლინდება დაავადების პათოლოგიურ კერაზე ზემოქმედებით და შედეგად სარქველოვანი აპარატის ფუნქციური გაუმჯობესებით, სისხლძარღვის კედლის რეგენრაციით, კუნთოვანი და სისხლძარღვოვანი ტონუსის აღდგენგით, სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაციის რეგულირებით; ტროფიკის გაუმჯობესებითა და ტროფიკული წყლულების განვითარების რისკის შემცირებით. რა თქმა უნდა, სამკურნალო მოქმედების გამოვლენის ფონზე სწრაფად ხდება შემაწუხებელი სიმპტომების: სიმძიმის, შეშუპების, ტკივილის, წვის, ქავილის და დისკომფორტის კუპირება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების ის ჯგუფი, ვისაც აქვს ე.წ „კაპილარული ქსელი“ – შესაძლოა, მათ არ ქონდეთ სიმპტომები, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ვურჩევ მიაქციონ დიდი ყურადღება კაპილარებს, უმჯობესია მათაც გამოიყენონ „ვარიქსინალის აბი“ ან „ვარიქსინალის გელი“, რადგან ზაფხულში, მითუმეტეს რუჯის მიღების ფონზე, ხშირად კიდევ უფრო ძლიერდება კაპილარების დაზიანება და რუჯის გადასვლის შემდეგ, ვხვდებით რომ ახალი კერები გაჩნდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ქვედა კიდურების დაცვა ზაფხულის ცხელ დღეებში. „ვარიქსინალის“ მიმართ სანდოობის დონეს კიდევ უფრო ზრდის კლინიკური კვლევების არსებობა, რაც გვაძლევს საშუალებას დავრწმუნდეთ „ვარიქსინალის“ თერაპიულ ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში. რადგან პაციენტებს ხანგრძლივად უწევთ ვენოაქტიური მედიკამენტების მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხანგრძლივი თერაპიის დროსაც კი „ვარიქსინალის აბი“ არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას, ხოლო „ვარიქსინალის გელი“ – არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. მე მას ჩემს ორსულ პაციენტებშიც აქტიურად ვიყენებ.

ახლა ზაფხულის პერიოდია, აქტუალურია ლაზერული ეპილაციისა და რუჯის საკითხი. ლაზერიული ეპილაციის დროს, თუ პაციენტს აქვს ვენური უკმარისობის ნიშნები ან გენეტიკური წინასწარ განწყობა, მნიშვნელოვანია კონსულტაცია გაიაროს სპეციალისტთან. რაც შეეხება რუჯს, ვენური უკმარისობის თუნდაც ერთი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტი მოერიდოს მზის პირდაპი სხივებს, დაიცვას ქვედა კიდურები მზის მავნე ზეგავლენისაგან, მიიღოს ადექტვატური ოდენობით წყალი და სასურველია დაავადების გართულების რისკების შესამცირებლად და სიმპტომების კუპირებისათვის გამოიყენოს „ვენური სისტემის ჯანმრთელობის ექსპერტი“  ბრენდი – „ვარიქსინალი“.