რა არის რენტგენოლოგიური კვლევა და როგორ ტარდება ის?

თარიღი: 13 თებერვალი, 2020

“რენტგენზე მივდივარ”- რა არის რენტგენოლოგიური კვლევა და როგორ ტარდება ის?

ყველაფერი 1895 წელს დაიწყო, როცა გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ რენტგენმა იქს- სხივები აღმოაჩინა, რასაც მისი სახელი დაერქვა და რენტგენმა აღმოჩენისათვის 1901 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო!

რენტგენოლოგიური კვლევა ემყარება გამჭოლი გამოსხივების გამოყენებას ორგანოთა და ჩონჩხის დათვალიერებისათვის. მისი მეთოდებია:

- რენტგენოსკოპია, როცა გამოსახულება ეკრანზე მიიღება რეალურ დროში

- რენტგენოგრაფია, როცა გამოსახულება ფირზე იბეჭდება.

ციფრული რენტგენოგრაფია საშუალებას იძლევა მიღებული გამოსახულება კომპაქტურ დისკზეც ჩავწეროთ.

 

როგორ ტარდება კვლევა?

- ბავშვს სპეციალურ მაგიდაზე დააწვენენ, საჭირო უბნის დასხივებით ექიმი ეკრანზე გამოსახულებას იღებს, რომლის განხილვის შემდეგ მისი ბეჭდვა ან დისკზე გადატანა ხდება.

- ზოგჯერ ორგანოთა დასათვალიერებლად კონტრასტის გამოყენებაა საჭირო, რომელიც შესაძლოა ვენაში ან უშუალოდ საკვლევ ორგანოში შეიყვანონ.

 

უნდა გვეშინიდეს თუ არა დასხივების?

- თანამედროვე ციფრული აპარატები დასხივების მცირე დოზას იყენებენ, რაც საფრთხეს არ წარმოადგენს.

-კვლევის ბოლოს ექიმი მოგცემთ ინფორმაციას დასხივების გამოყენებული დოზის შესახებ.

 
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე