Nuk
პროფილაქტიკური აცრების მობილური აპლიკაცია
პროფილაქტიკური აცრების მობილური აპლიკაცია

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია
თარიღი: 01/03/2017

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია შეიქმნა მშობლებისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური დახმარებით.

აპლიკაციის საშუალებით მიიღებთ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების კალენდრის, ვაქცინების, ვაქცინაციის უკუჩვენებების და ცრუ უკუჩვენებების, გაფრთხილებების, აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკებისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. აპლიკაციის ერთ-ერთი ფუნქციაა ჩასატარებელი აცრების ვადების შეხსენება. ამისთვის საჭიროა, თქვენს მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთულ აპლიკაციაში შეიყვანოთ ბავშვის, ბავშვების - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მონიშნოთ უკვე ჩატარებული აცრები. მომდევნო აცრის თარიღის მოახლოებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას ჩასატარებელი აცრების სახეობისა და თარიღის შეხსენების შესახებ.

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ:

✓ მაქსიმალურად ჩაერთოთ თქვენი შვილების იმუნიზაციის პროცესში;
✓ დროულად მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას აცრისთვის;
✓ აცრების სრული კურსი ჩაუტაროთ თქვენს შვილებს;
✓ ფლობდეთ ინფორმაციას თქვენი შვილების დაცულობის შესახებ.

აპლიკაცია დამზადებულია ციფრული სააგენტო „ლივინგსტონის“ მიერ.