გერმანელი პროფესორის ჰენინგ დრალეს ვიზიტი „ავერსის კლინიკა“- ში
8 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, „ავერსის კლინიკას“ მორიგი ვიზიტით ეწვევა გერმანელი პროფესორი, ენდოკრინული ქირურგი - ჰენინგ დრალე, რომელიც „ავერსის კლინიკის“ ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროს - ედიშერ სიხარულიძესთან ერთად ჩაატარებს კონსულტაციებსა და ოპერაციებს პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ:
• ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე
• პარათიროიდული ჯირკვლის სიმსივნე
• თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე
• კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე
• ღვიძლისა და ელენთის სიმსივნეები
ჰენინგ დრალე გახლავთ გერმანიის ქალაქ ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და მრავალი საერთაშორისო გაიდლაინის ავტორი. იგი ორგზის გახლდათ ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარე.
‼ ჰენინგ დრალე გახლავთ უნიკალური ტიპის ოპერაციის ავტორი ფარისებრ ჯირკვალზე, რომელიც წარმატებით დაინერგა საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. დრალეს მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მცირე საყელოსებრი განაკვეთიდან ხდება კისრის ყველა ლიმფური კვანძის ამოკვეთა, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კოსმეტიკურ ეფექტს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა: 2 500 700; 599 76 93 74
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
125
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
111
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
191
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
224
ატოპიური დერმატიტი — როგორ მოვუაროთ კანს და შევამციროთ გამწვავების რისკი?
268