Nuk
პროფესორმა Anthony Fauci-იმ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა
პროფესორმა Anthony Fauci-იმ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა


თარიღი: 07/05/2020

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა (შემდგომში ცენტრმა) ა.წ. 14 აპრილს მიიღო წერილი აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის, მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთლიდერის პროფესორ Anthony Fauci-ისგან, სადაც მან საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა:   

Fauci, Anthony (NIH/NIAID) [E] [email protected]

To: Tengiz Tsertsvadze [email protected]

Apr 14, 2020

 

Tengiz:

I am pleased to see that Georgia has controlled the outbreak very well.  Stay well.

Best regards,

Tony 

აღსანიშნავია, რომ ცენტრი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს NIAID/NIH-თან.  ამ თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში აივ/შიდსის თანამედრო ტიპის სამსახურის შექმნას და განვითარებას და ზოგადად აშშ–საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ბიოსამედიცინო დარგში.                               

2017 წლის ოქტომბერში პროფესორ Anthony Fauci-ის ინიციატივით, ქ. ბეთესდაში ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის წამყვანი წევრებისათვის სპეციალური მიღება და სამეცნიერო სესია გაიმართა.  შეხვედრის მიზანი NIAID/NIH-სა და ცენტრს შორის 20-წლიანი წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა იყო. ზემოთაღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ცენტრის აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში უდიდესი მიღწევების და დამსახურებების მკაფიო აღიარებაა.

შეხვედრის დროს, თენგიზ ცერცვაძემ, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და აკაკი აბუთიძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილების შედეგებზე და NIAID-თან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი კვლევების ძირითად მიღწევებზე. აგრეთვე ამერიკულ მხარეს გააცნეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი შედეგები. პროფესორმა Anthony Fauci-იმ ქართველ კოლეგებს გააცნო NIAID/NIH-ის სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიღწევები. მან მაღალი შეფასება მისცა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შედეგებს და ცენტრის მიღწევებს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში. მან გამოთქვა რეკომენდაციები მომავალი კვლევების პრიორიტეტების თაობაზე. ამერიკის მხარემ ქართველი კოლეგებისთვის მეგობრული სადილიც გამართა.   

თენგიზ ცერცვაძე