ჭარხალი და ჯანმრთელობა
ჭარხლისა წყალობით ძლიერდება ტვინის ფუნქციონირება
ჭარხალი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
ჭარხალი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მასში აღმოაჩენთ: კაროტინოიდებს, ლუტეინს, გლიცინს, ბეტაინს, C ვიტამინს, მაგნიუმს, რკინას. ჭარხლის წვენი მნიშვნელოვანია ტვინისთვის. ჭარხლისა და ვარჯიშის წყალობით ძლიერდება ტვინის ფუნქციონირება.
ჭარხლის წვენი დაგიცავთ ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებისგან, შესაბამისად, განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისი ოჯახის წევრებიც დემენციით არიან დაავადებულნი. ამასთან, ჭარხლის დახმარებით ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ვარჯიშის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე უნივერსიტეტის Wake Forest University მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს 55 წლის და ზემოთ ასაკში მყოფი 26 მამაკაცი და ქალბატონი. ექსპერიმენტამდე ისინი არ ვარჯიშობდნენ და ჰიპერტენზიით იტანჯებოდნენ.
მეცნიერების დავალებით, ზოგიერთი მონაწილე ჭარხლის წვენს სვამდა და 1 საათის შემდეგ 50 წუთით სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა, სხვებიც იყვნენ ფიზიკურად დატვირთულები, მაგრამ წვენს არ იღებდნენ. ამ პრინციპით ტესტირება მიმდინარეობდა 6 კვირის განმავლობაში, კვირაში 3 დღე.
შედეგი ასე გამოიყურება – ვინც ჭარხლის წვენით ტკბებოდა უფრო ჯანმრთელი ტვინით გამოირჩეოდა – უკეთ ფუნქციონირებდა შემეცნებითი და ემოციის ფუნქცია.
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
140
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
218
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,491
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
112