დიაბეტი ტიპი 2 – ძირითადად რა ასაკში ვლინდება დაავადება?
შაქრიან დიაბეტ ტიპი 2–ს ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა სიაში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.
შაქრიან დიაბეტ ტიპი 2–ს ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა სიაში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.
ის ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს ან ორგანიზმს არ შეუძლია გამომუშავებული ინსულინის ეფექტური გამოყენება ან ორგანიზმი ინსულინს გამოიმუშავებს, მაგრამ ინსულინის დონე არ არის საკმარისი.
დიაბეტის ტიპი 2 სიმსუქნესთან და ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული. ხშირად ვლინდება იმ ადამიანებში, ვინც ჭარბი წონით იტანჯება და არააქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.
მკურნალობის პროცესი ფოკუსირებულია კვებასა და ვარჯიშზე. თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია, ინიშნება სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება იმაში, რომ მან საკუთარი ინსულინი მეტად ეფექტურად გამოიყენოს. ზოგჯერ აუცილებელი ხდება ინსულინით მკურნალობა.
ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციით, სასურველია, 45 წელს ზემოთ ასაკში ადამიანმა ყოველწლიურად ჩაიტაროს დიაბეტის სკრინინგ–ტესტი. ხშირად აინტერესებთ თუ რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს მდგომარეობა – როგორც მეცნიერები განმარტავენ, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დაახლოებით ერთ–მესამედმა არ იცის, რომ დიაბეტი აქვს.
თუ დავეყრდნობით 1997–დან 2011 წლამდე მონაცემებს, აშშ–ში დიაბეტის დიაგნოზი ყველაზე ხშირად დაუსვეს 54 წლის ასაკის ადამიანებს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სწორედ 54 წელია ის ასაკი, როცა ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
2014 წელს 45–დან 64 წლამდე ასაკის ამერიკელთა 13.4%–ს ჰქონდა დიაბეტი, ხოლო 65 წელს ზემოთ დიაგნოზი დაუსვეს 11.2%–ს.
დიაბეტის რისკი მაღალია ხანდაზმულებში – 65 წელს ზემოთ ასაკში მაჩვენებელი 25%–ს შეადგენს.
თუმცა დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში. მსოფლიო მასშტაბით, ბავშვებსა და მოზარდებში დიაბეტი ტიპი 2 მზარდ პრობლემას წარმოადგენს.
ოფიციალური მონაცემებით, 20 წლამდე ასაკის ყოველი 100 000 ამერიკელი მოზარდიდან 12–ს დიაბეტი ტიპი 2 აქვს. მოზარდებში ყველაზე ხშირად ვლინდება 14 წლის ასაკში.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
111
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
127
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
216
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
338