ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, GM PHARMA-მ გულის უფასო გამოკვლევა დაგეგმა
გულის უფასო გამოკვლევა
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, GM PHARMA-მ გულის უფასო გამოკვლევის მასშტაბური კამპანია წამოიწყო, რომელიც სტარტს რუსთავში აიღებს.
GM PHARMA-ს შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი უფასო სამედიცინო მომსახურებით:
კარდიოლოგის კონსულტაცია
ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ.)
ექოკარდიოსკოპია (საჭიროებისამებრ)
მომსახურების მიღება შესაძლებელია კლინიკა რუსთავში, 13-დან 16 მაისის ჩათვლით, 13:00-დან 17:00 საათამდე.
მის: ქ. რუსთავი, ნიკო ლომოურის ქ. N45
ტელ: 0341250115
ექიმი: ლაშა ჟორჟოლიანი
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე 17 მაისს აღინიშნება და მისი მიზანი საზოგადოებაში არტერიული წნევის კონტროლის კულტურის დამკვიდრებასთან ერთად, კარდიოვასულური დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კვლევებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
GM PHARMA მუდმივად მხარს უჭერს და უერთდება ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საზოგადოებრივ ინიციატივებს. თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და შეიტყვეთ, კიდევ სად შეძლებთ გულის უფასო გამოკვლევას
კომპანია
ჯი-ემ-პი
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
148
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
209
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
258
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,379