მოცვი - სუპერპროდუქტი ყველაზე პატარებისათვი
მოცვი - სუპერპროდუქტი ყველაზე პატარებისათვი
როგორი საკვები სჭირდება ბავშვს?
პროდუქტს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად ვარჩევთ - ის უნდა იყოს სავსე ვიტამინებით, საჭირო მინერალებით, შეიცავდეს უჯრედისს, ანტიოქსიდანტებს და ამავდროულად უნდა იყოს ძალიან გემრიელი!
ჰოდა, აჰა თქვენ მოცვი! ნამდვილი სუპერხილი, რომლისგანაც საოცარად გემრიელი და სასარგებლო დესერტები შეგიძლიათ მოამზადოთ პატარებისათვის.
მოდით, ვნახოთ, რატომ დაიმსახურა მოცვმა სუპერხილის სტატუსი.
ეს ლურჯი, წვრილი არომატული ხილი A, E, K, B ჯგუფის ვიტამინების ნაკრებს შეიცავს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა C ვიტამინი.
A ვიტამინის დიდი რაოდენობა ჯადოსნურ ნივთიერება ანთოციანინთან ერთად მოცვს თვალის ფუნქციონირების, განვითარების, მხედველობის სიმახვილისათვის ყველა ასაკში სასარგებლო ხილად აქცევს.
K ვიტამინი სისხლის შედედების პროცესებში მონაწილობასთან ერთად აუცილებელია მზარდი ძვლების სიმტკიცისათვის.
E ვიტამინი კი სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად უჯრედების მემბრანების ნამდვილი მცველია და იცავს მათ რადიაციისა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.
B ჯგუფის ვიტამინები ნაკრები, რასაც მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს , მონაწილეობს სისხლწარქმნის პროცესებში, სტეროიდების და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებების სინთეზში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
C ვიტამინი ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების უცვლელი მონაწილეა.
მოცვში შემავალი მინერალების ნაკრები - თუთია, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, მონაწილეობს იმუნური, გულ-სისხლძაღვთა სისტემის ფუნქციონირებაში, ხელს უწყობეს ჯანსაღი ძვლების და კბილების ფორმირებას.
მოკლედ, ნამდვილად სუპერხილია მოცვი, განსხვავებით მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლისაგან ნაკლებ ალერგიულიც. ❌თუმცა ალერგიულ პატარებს ექიმთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გაასინჯოთ.
ყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ ბიოპროდუქტს, რადგან მოცვი შესაძლოა დაბინძურებული იყოს პესტიციდებით.
შეარჩიეთ მკვრივი ნაყოფი მუქი ლურჯი ფერის დაუზიანებელი კანით.
რაციონში მისი შეტანა 9-10 თვიდან შეგიძლიათ. ძალიან უხდება ფაფებს, ხაჭოს, კარგად ეხამება სხვა ხილსაც, მაგალითად, ატამს, ბანანს, ვაშლს.
აუცილებლად გასინჯეთ!
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
115
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
130
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
278
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
220
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
343